20-წლიანი სხვაობა და გასაიდუმლოებული რომანი - რას წერენ ტაბლოიდები ლეონარდო დიკაპრიოსა და ჯიჯი ჰადიდის შესახებ - Marao

20-წლიანი სხვაობა და გასაიდუმლოებული რომანი - რას წერენ ტაბლოიდები ლეონარდო დიკაპრიოსა და ჯიჯი ჰადიდის შესახებ

2023-05-09 14:48:41+04:00

27 წლის ჯიჯი ჰადიდი ზეინ მალიკს 2021 წლის ოქტომბერში, ხუთწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა. წყვილს ქალიშვილი, 2 წლის ხაი ჰყავს.

დიკაპრიო თავის შეყვარებულს, კამილა მარონეს დაშორდა. 47 წლის მსახიობი და ჰადიდი ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ, მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მედია მათ რომანტიკულ ურთიერთობაზე ალაპარაკდა.

 2022 წლის 10 სექტემბერი: ჰადიდი და დიკაპრიო ნიუ-იორკის მოდის კვირეულის შემდგომ წვეულებაზე გამოჩნდნენ.

წყვილთან დაახლოებულმა ერთმა პირმა თქვა, რომ მსახიობი ძალიან „გატაცებულია ჯიჯისთან ურთიერთობით“. გარდა ამისა, წყვილს ბევრი საერთო მეგობარი ჰყავს.

ნოემბრის დასაწყისში ჯიჯი და ლეონარდო ერთად დაესწრნენ ჰელოუინის წვეულებას ბელა ჰადიდთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად.

2022 წლის 19 ნოემბერი:

პარასკევს საღამოს, წყვილმა რესტორანი Cipriani-ი ერთად დატოვა.

20 დეკემბერს, მსახიობი 23 წლის მოდელ ვიქტორია ლამასთან ერთად ნახეს. 

წყაროს ცნობით, ჯიჯი თავს ბედნიერად გრძნობდა და მისთვის პრიორიტეტული ქალიშვილის აღზრდა იყო.

მათი ხანმოკლე რომანი 2023 წლის დასაწყისში დასრულდა, მაგრამ როგორც ცნობილი გახდა, 5 მაისს სოჰოში წყვილი ისევ ერთად შენიშნეს.