მწვანე თიხის სამკურნალო თვისებები დიდი ხანია ცნობილია. მისგან დამზადებულ სახის ნიღაბს აქვს მატონიზირებელი ეფექტი და ხელს უწყობს კანის უჯრედების რეგენერაციას.
მწვანე თიხა სახისთვის - გაახანგრძლივეთ ახალგაზრდობა
მწვანე თიხის მთავარი თვისებაა კანის გაწმენდის, აქერცვლის და გაღიზიანების აღმოფხვრის უნარი. გარდა ამისა, ის შესანიშნავად შთანთქავს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეტს, რითაც აშრობს პრობლემურ უბნებს სახის კანზე. ერთი სიტყვით, მწვანე თიხის გამოყენება ხელს უწყობს სახის კანის უჯრედების აღდგენასა და რეგენერაციას.
თანამედროვე კოსმეტოლოგიაში მწვანე თიხა ძალიან ხშირად გამოიყენება სახის ნიღბების დასამზადებლად. ასეთი ნიღბის გამოყენება განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ცხიმიანი კანის ტიპის მქონე ადამიანებისთვის.ინგრედიენტები: 2 ჩ.კ. მწვანე თიხა და 1 ჩ.კ. თეთრი თიხა, 50 მლ წყალი, 1 ჩ.კ. ატმის (ან ყურძნის) ზეთი.
მომზადების და გამოყენების წესი: მწვანე და თეთრი თიხა შეურიეთ წყალს ნალექის მიღებამდე, დაამატეთ ზეთი.
წაისვით სუფთა სახეზე 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით. გამეორება რეკომენდებულია არა უმეტეს კვირაში ერთხელ.

მწვანე თიხა თმისთვის
კოსმეტიკური თიხის ყველა არსებული სახეობიდან (თეთრი, ლურჯი, ვარდისფერი და წითელი), მწვანე თიხა ითვლება ყველაზე სამკურნალოდ. რკინის ოქსიდის მაღალი შემცველობა თიხას მწვანე ფერს ანიჭებს, სწორედ ეს ნივთიერება ათავისუფლებს კანს და თმას მავნე ტოქსინებისგან.
საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც ქმნიან მწვანე თიხას, შეუძლიათ თმას დაუბრუნონ აბრეშუმისებრი და ჯანსაღი ბზინვარება. თავისი სასარგებლო ბუნებრივი თვისებების წყალობით, მწვანე თიხა შესანიშნავია მათთვის, ვინც ქერტლს ებრძვის. იგი ხელს უწყობს სკალპის ზედაპირის დამშვიდებას, აწარმოებს შემკვრელ ეფექტს, მაგრამ არ აშრობს მას.
მწვანე თიხა დადებითად მოქმედებს დასუსტებულ თმაზე. ის ასევე შეუცვლელი საშუალებაა ცხიმიანი თმისთვის, რადგან ახდენს კანის უჯრედების ფუნქციონირების ნორმალიზებას და არეგულირებს ცხიმის გამოყოფას, ასევე შესანიშნავად ავიწროებს ფორებს.
თიხის ნიღბისთვის შესაფერისია მხოლოდ ახალი ხსნარი, ანუ არ შეიძლება მისი განზავება და მაცივარში დატოვება, რადგან ამ შემთხვევაში კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს. ასევე, თიხა არ გააზავოთ ცხელი წყლით, ოთახის ტემპერატურის წყალი იდეალურია.