სულ ცოტა ხნის წინ ყველასთვის კარგად ნაცნობმა მუსიკოსმა, დავით ევგენიძემ თურქეთში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა. პროცედურა რთულად, თუმცა წარმატებით დასრულდა. მისი დონორი მისივე მეგობარი, მუსიკოსი გიორგი მახარაშვილი გახდა.
როგორც ცნობილია დათო ევგენიძე თავს უკვე კარგად გრძნობს და მადლიერების ნიშნად სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„გადავრჩი-დღეს ვარ გახარებული-მე მახარა მყავსმახარობელი“ - წერს მუსიკოსი.