ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი თიკო სადუნიშვილის გადაცემის „ახალი თინა” სტუმარია, სადაც ქალისთვის ასაკის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ 43 წლის ასაკში ცხოვრებას ახლა იწყებს.
"37 წლის ასაკში მეგონა, რომ ცხოვრება დასრულდა, მეგონა, როგორც ქალს, ფუნქცია აღარ მქონდა, მეგონა, რომ აღარავის აღარ მოვეწონებოდი, სექსუალურად მიმზიდველი არ ვიყავი, მეგონა, რომ არცერთ მამაკაცს ჩემთან პარტნიორობა არ მოუნდებოდა, მეგონა, რომ აღარასდროს აღარ მეყვარებოდა, ყველაფერი ცუდი მეგონა... ეს ყველაფერი არა ციფრმა, არამედ პირადი ცხოვრების ნგრევამ განაპირობა... 37 წლის ასაკში რომ კარგავ ადამიანს, რომელსაც მთელი შენი ემოციური ცხოვრება დააშენე, ემოციურად დაშენდი მასზე და უცებ, აღმოაჩენ რომ ეს კაცი აღარ გყავს, წავიდა... გგონია, რომ გაკოტრდი.
ახლა მგონია, რომ ცხოვრება 40 წლის ზემოთ იწყება. სიამოვნების რეცეპტორები გიმძაფრდება, რადგან მანამდე გრიგალის მსგავსი თავგადასავლები მიდის, გიგროვდება გამოცდილება და ცხოვრებით ტკბობას იწყებ. წამიკითხავს კვლევები, რომ ქალს ყველა ასაკი და ციფრები აშინებს, მე მგონია, რომ ასე არ არის. ვფიქრობ, ასაკი კი არ გაშინებს, არამედ ის მდგომარეობა, რომელშიც ხარ. 43 წლის ნანუკას მგონია, რომ ყველაფერი წინ მაქვს. მინდა ავირჩიო პროფესია, გავხდე სტუდენტი, მინდა გავყინო კვერცხუჯრედი და შვილის გაჩენის შანსი დავიტოვო. თუ მომინდება თეთრ კაბასაც ჩავიცვამ“ - ამბობს ტელეწამყვანი.