„არ არსებობს სიტყვა, რომელიც ჩემს მადლიერებას გადმოსცემს! გიორგი მახარაშვილმა სიცოცხლე აჩუქა!“ - ლიკა ევგენიძის ემოციური წერილი მამის შესახებ - Marao

„არ არსებობს სიტყვა, რომელიც ჩემს მადლიერებას გადმოსცემს! გიორგი მახარაშვილმა სიცოცხლე აჩუქა!“ - ლიკა ევგენიძის ემოციური წერილი მამის შესახებ

2023-05-11 10:27:26+04:00

მუსიკოსი, დათო ევგენიძე, რომელმაც ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია თურქეთში გაიკეთა, კლინიკიდან გამოწერეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მუსიკოსის მეუღლემ დაწერა. მოგვიანებით, დათო ევგენიძის შვილმა, ლიკა ევგენიძემ სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოხატა მადლიერება მომღერალ გიორგი მახარაშვილის მიმართ, რომელმაც დათო ევგენიძეს ღვიძლი გადაუნერგა.

„დათო გამოწერეს კლინიკიდან! გიორგი მახარაშვილმა სიცოცხლე აჩუქა! არ არსებობს სიტყვა, რომელიც ჩემს მადლიერებას გადმოსცემს! დიდი მადლობა Medical Park Hospital-ის უძლიერეს, პროფესიონალ ექიმებს, რომლებმაც ურთულესი ოპერაცია შეასრულეს წარმატებულად” - წერს ის.