მუსიკოსს, ჯგუფ „მგზავრების“ სოლისტს, გიგი დედალამაზიშვილს, საზოგადოება უკვე წლებია, კარგად იცნობს. გიგიმ მოკლე დროში შეძლო საზოგადოებისთვის თავის შეყვარება და მისი გულშემატკივრების რიცხვი ყოველდღე უფრო და უფრო იზრდება. გარდა გიგი დედალამაზიშვილის კარიერული წარმატებისა, საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას მისი პირადი ცხოვრებაც იმსახურებს.
მომღერლის მეუღლე უკრაინელი ფოტოგრაფი მარინა კარპია. მათ ორი შვილი ჰყავთ. „მარინას რომ შევხვდი, რაღაცნაირად მივხვდი, რომ ჩემი ადამიანი ვიპოვე და ერთმანეთისთვის ვიყავით დაბადებული. ბავშვი იყო და დიდს ჰგავდა. მივხვდი, რომ ვეძებდი ისეთ ქალს, როგორიც მარინაა.ძალიან მიხარია, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ”, – ამბობდა გიგი დედალამაზიშვილი.
მარინა წარმატებული ფოტოგრაფია და სოციალურ ქსელშიც ხშირად აზიარებს საკუთარ ნამუშევრებს. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მისმა ფოტოპროექტმა, რომელიც უკრაინის ომს ეძღვნებოდა. პროექტიდან შესული თანხით ფოტოგრაფი ო ის დროს დაზარალებულ უკრაინელებს დაეხმარა.
ამჯერად მარინა სოციალურ ქსელში საკუთარი ბინის ვიდეოს აქვეყნებს: "არ არსებობს სახლზე უკეთესი ადგილი" - წერს ის. გიგი და მარინა შვილებთან ერთად მყუდრო ბინაში ცხოვრობენ, რომელსაც ულამაზესი ვერანდა აქვს. თანამედროვე სტილის ინტერიერი, თბილი ფერები და მშვიდი გარემო სოციალურ ქსელში დიდ მოწონებას იმსახურებს. წყვილის მეგობრები აღნიშნავენ, რომ ულამაზეს სახლში შესანიშნავი წყვილი ცხოვრობს.