გიორგი ჭოხონელიძე, რომელსაც ძმასთან, ლუკასთან ერთად ხშირად "ჭოხოებად" მოიხსენიებენ, ყველასთვის საყვარელი მუსიკოსის, ნატო გელაშვილის შვილია. გიორგი თავადაც ამ სფეროში საქმიანობს და მსმენელს ხშირად ანებივრებს საკუთარი შესრულებით. გიორგიმ ოჯახი გასულ წელს შექმნა, მისი რჩეული უმშვენიერესი ანეტა ნიკურაძეა. წყვილს სულ ცოტა ხნის წინ პირველი შვილი შეეძინა, რომელსაც ბიძის, ლუკას სახელი დაარქვეს.
ამჯერად გიორგი ჭოხონელიძე სწორედ მეუღლესთან და შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს: "პატარა ოჯახი, ესეც ჩვენი პატარა კაცი“, – წერს გიორგი ჭოხონელიძე.

