ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის წყვილი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მათ ფოტოებსა და ვიდეოებს სოციალურ ქსელში ათასობით მოწონება და უამრავი დადებითი რეაქცია აქვს. როგორც ცნობილია, ნიცა და ხვიჩა სულ ცოტა ხნის წინ დაინიშნნენ და ფეხბურთელი მამის, ბადრი კვარაცხელიას თქმით, წყვილი ჯვრისწერასა და ქორწილსაც მალე აპირებს.
ამჯერად სოციალურ ქსელში ნიცა თავაძე იტალიაში, კომოს ტბაზე გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.