"მჯერა, მოვა დრო, როცა ცრემლების გარეშე შევძლებ მოვუყვე ჩემს შვილებს... გივიმ მოახერხა, რომ ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არაფერმა გააბოროტა" -გივი ბერიკაშვილის შვილიშვილი ბაბუის შესახებ - Marao

"მჯერა, მოვა დრო, როცა ცრემლების გარეშე შევძლებ მოვუყვე ჩემს შვილებს... გივიმ მოახერხა, რომ ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არაფერმა გააბოროტა" -გივი ბერიკაშვილის შვილიშვილი ბაბუის შესახებ

2023-05-16 10:00:10+04:00

ქართველი სახალხო არტისტის გივი ბერიკაშვილის შვილიშვილი, ანო მაისურაძე „რუსთავი 2-ის” შუადღის გადაცემის სტუმარი იყო, სადაც ბაბუის შესახებ ისაუბრა და მასთან ურთიერთობა გაიხსენა:

„5-6 წელი გავიდა, მაგრამ დღესაც ძალიან მიჭირს. აქ როდესაც ჩავივლი სულ მგონია, რომ ეზოში გივი უნდა შემხვდეს. სახლში ბევრს არ ლაპარაკობდა და შესაძლოა ყველაფერი ერთი გამოხედვით ეთქვა. სკოლაში მუდამ მას დავყავდი და ვერ ვიტყვი, რომ დავკარგე. როდესაც გავაცნობიერე, რომ ფიზიკურად ეს ადამიანი აღარ იყო ჩვენთან, აღმოვაჩინე ის ძალები, რომელსაც ის გვაძლევდა.

ამ ადამიანმა მოახერხა ის, რომ ცხოვრების არცერთ ეტაპზე, არაფერმა გააბოროტა, არც ტკივილმა, არც წყენამ, არც ტრაგედიამ და ცხოვრების მიმართ ემპათია ჰქონდა”, – იხსენებს ანო მაისურაძე.