ყველასთვის საყვარელი მსახიობი და მომღერალი ეკა კახიანი ასევე ცნობილი ოჯახის, იმედა კახიანისა და ფლორა ანთიძის შვილია. იმედა კახიანმა საყოველთაო სიყვარული ფილმ „საბუდარელ ჭაბუკში“ შესრულებული როლით დაიმსახურა. მისი გზა გააგრძელა ეკამაც, რომელსაც პოპულარობა ბავშვობაში „მზიურმა“ მოუტანა და წარმატებულ კარიერას დღემდე აგრძელებს.
ეკას პირველი ქორწინებიდან ასევე ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს. ხოლო მეორე ქორწინებაში ნიკოლოზ თოფურიძესთან ორი ქალიშვილი, ანასტასია და ქეთო შეეძინა. დედის კვალს მხოლოდ ნინი გაჰყვა, ანასტასია და ქეთო კი საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებიან.
ამჯერად ეკა კახიანი და ნინი ბადურაშვილი გადაცემის „რა გვსურს ქალებს” სტუმრები არიან, სადაც საუბრობენ, რა არის ცხოვრებაში მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
ეკას თქმით, მისთვის უმთავრესი შვილების ჯანმრთელობა და ბედნიერებაა, ხოლო შემდეგ კარიერა.
ნინი კი აღნიშნავს, რომ ქალის ცხოვრებაში ოჯახიც მნიშვნელოვანია და კარიერული წინსვლაც:
„პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ შვილები იყვნენ ჯანმრთელად. ქალმა რომ თავი სრულფასოვნად იგრძნოს, მგონია რომ ოჯახი ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არ იქნება ოჯახი, არსებობდეს ადამიანი მაინც, რომელიც მასზე იზრუნებს და პირიქით. მნიშვნელოვანია პირადი ურთიერთობები და რა თქმა უნდა, პროფესიული განვითარებაც”, – ამბობს ნინი ბადურაშვილი.