კერემ ბურსინის მიერ შესრულებული სერკან ბოლატი უკვე თითქმის საყოველთაო სახელი და თურქული სატელევიზიო შოუების სიმბოლო გახდა. მაგრამ თურქულ სატელევიზიო სივრცეს არაერთო მოთხოვნადი მსახიობი ჰყავს, რომლებიც ნიჭითა თუ გარეგნობით თავს აუცილებლად დაგამახსოვრებენ.
ჯან იამანი
2019 წელს მსახიობი ჟურნალ GQ-ის მიხედვით წლის მამაკაცი ყველაზე სიმპათიურ მამაკაცად დასახელდა. მსახიობობა მან 2014 წელს დაიწყო, სამი წლის შემდეგ კი მისი პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ევროპაში უკვე ცნობილ ოზგე გურელთან ერთად ითამაშა. განსაკუთრებული აღიარება კი სერიალში „ნაადრევი ფრინველი“ შესრულებულმა როლმა მოუტანა.
ტანერ ოლმეზი
სტამბულში დაიბადა და განათლება სტამბულის სახელმწიფო კონსერვატორიის უნივერსიტეტში მიიღო. მსახიობობა 2009 წელს დაიწყო. ქართველი მაყურებლისთვის ის სერიალიდან "დიდებული საუკუნე: კოსემ სულთანი" გახდა ცნობილი, სადაც ოსმან II-ის როლი შეასრულა.
მერთ რამაზან დემირი
მსახიობი სტამბოლის მახლობლად მდებარე პატარა სოფელში დაიბადა. ვაჭრისა და დიასახლისის ოჯახში ხუთ ვაჟს შორის უმცროსია. სატელევიზიო შოუში მსახიობობა 2015 წელს დაიწყო, მაგრამ ნამდვილი წარმატება მას სულ ახლახანს მოიპოვა სერიალისთვის “ჩემი ფავორიტი.“