"მათთვის, ვინც გაურკვევლობაშია... ავა 12 მაისს დაიბადა, ეს სახელი ბიბლიაში სიცოცხლეს ნიშნავს" - ნანუკა გოგიჩაიშვილი მეორე შვილისა და ორსულობის შესახებ - Marao

"მათთვის, ვინც გაურკვევლობაშია... ავა 12 მაისს დაიბადა, ეს სახელი ბიბლიაში სიცოცხლეს ნიშნავს" - ნანუკა გოგიჩაიშვილი მეორე შვილისა და ორსულობის შესახებ

2023-05-17 11:02:14+04:00

ნანუკა გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე, ბიზნესმენი ნიკოლოზ ნაყოფია პირველი შვილის მშობლები 2021 წლის აგვისტოში გახდნენ. წყვილს გოგონა, სახელად აივი ნიკოლი შეეძინა. მაშინ ნანუკა სოციალურ ქსელში ორსულობის, მშობიარობისა და პოსტსამშობიარო პერიოდის შესახებ აქტიურად წერდა და დედებსა თუ მომავალ დედებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდა.

სულ ცოტა ხნის წინ ნანუკამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის მეორე გოგონას დედა გახდა. წყვილს მეორე გოგონა შეეძინა, რომელსაც ავა დაარქვეს. ნანუკა წერს, რომ გოგონა 12 მაისს დაიბადა:

"მათთვის, ვინც გაურკვევლობაშია და ბევრია ასეთი მესიჯი - ავა 12 მაისს გაჩნდა, ორსულობისა და გაჩენის შემდეგ მთელი ეს პერიოდი ვტკბებოდით ერთმანეთის სიმშვიდით. ჩვენი ოჯახის ახალი წევრი, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია, გვიყვარს.

ავა ბიბლიაში სიცოცხლეს ნიშნავს, ასევე, სიბრძნესა და კეთილსინდისიერებას" - წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.