ყველამ იცის ბრიჯით ბარდოს უსაზღვრო სიყვარული ცხოველების, განსაკუთრებით ძაღლების მიმართ. მას ყოველთვის უყვარდა იმის გამეორება, რომ ისინი ადამიანებზე უკეთესები არიან.
წიგნში "Initials BB" მსახიობმა დაწერა, რომ არ უყვარდა მსახიობი და კინოპროდიუსერი ჟაკ ჩარიე და მასთან სერიოზულ ურთიერთობაზეც არ ფიქრობდა. მაგრამ, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ფეხმძიმედ იყო, სხვა გზა აღარ დარჩა. მსახიობი ყველანაირად ცდილობდა არასასურველი ორსულობის შეწყვეტას. აბორტის გაკეთება არ შეეძლო, რადგან საფრანგეთში ის 1975 წლამდე აკრძალული იყო.

შედეგად, ბავშვის დაბადებამდე კარიერაზე უარის თქმა მოუწია. როდესაც ორსულ ბრიჯითს შესთავაზეს ეთამაშა ფილმში "სიმართლე", იგი უზომოდ ბედნიერი იყო - როლი ტრაგიკული იყო და შეეძლო სასიკეთო გავლენა მოეხდინა მისი კარიერის შემდგომ განვითარებაზე. მაგრამ ახალი ქმარი ჟაკი ბრიჯითს ფილმებში თამაშს უკრძალავდა: სცენარი დაუხია და ოთახში ჩაკეტა.
"მინდოდა თავისუფალი ვყოფილიყავი - ამ სიტყვის მთელი გაგებით - მინდოდა და არ შემეძლო, ჟაკის მესაკუთრე ბუნების პატიმარი გავხდი, ჩემი სხეულის, ჩემი სახის, ჩემი შვილის ტყვე“ - წერდა მსახიობი.
როდესაც ბავშვი ნიკოლასი დაიბადა 1960 წლის 11 იანვარს, დედამ მისი გაშვილება მოითხოვა:

”მე უარვყავი ჩემი შვილი! ის სიმსივნეს ჰგავდა, რომელიც მჭამდა, რომელსაც სხეულში ვატარებდი და ამდენ ხანს ველოდი იმ მომენტს, როცა საბოლოოდ გავთავისუფლდებოდი მისგან.“
გავიდა დრო და ბრიჯითმა დაიწყო რომანი თავის პარტნიორთან ფილმში "სიმართლე", რამაც საბოლოოდ ჟაკ შარიერთან განქორწინება გამოიწვია. ამავდროულად, ბავშვი ნიკოლასი ჟაკის დასთან იზრდებოდა. დედას პირველად 12 წლის ასაკში შეხვდა. თუმცა, თუმცა ბრიჯითმა ბიჭის დატოვებაზე უარი თქვა და ნიკოლასიც მამიდასთან დაბრუნდა. დედა-შვილმა არაერთხელ სცადეს ურთიერთობის გაუმჯობესება, მაგრამ იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა.

ნიკოლასი უნივერსიტეტში სწავლობდა ეკონომიკას, უკრავდა ფორტეპიანოზე, ქმნიდა მუსიკას. მაღალი, სიმპათიური ახალგაზრდა, პიერ კარდინმა შეამჩნია და მოდელად მიიწვია.
მალე ნიკოლასმა ნორვეგიელი ენ-ლინ ბიერკანი გაიცნო, რომელიც ასევე მოდელად მუშაობდა. მათი ურთიერთობა სწრაფად განვითარდა, ახალგაზრდებმა დაქორწინება გადაწყვიტეს. ნიკოლასმა ცნობილი დედა ქორწილში არ დაპატიჟა, რის გამოც ბრიჯითი ძალიან განაწყენდა.

დაქორწინების შემდეგ წყვილი ოსლოში გადავიდა საცხოვრებლად. ისინი ახლაც იქ ცხოვრობენ, ნიკოლას მთავარი საქმიანობა კომპიუტერული ტექნოლოგია გახდა. მას და მის მეუღლეს ორი ქალიშვილი ჰყავთ: ანა კამილა და თეა ჟოზეფინა. მეტიც, ნიკოლასი უკვე ბაბუა გახდა! დედასთან კი ურთიერთობა თითქმის არ აქვს.