ცნობილი ადამიანები, რომლებიც ბავშვთა სახლებში იზრდებოდნენ - Marao

ცნობილი ადამიანები, რომლებიც ბავშვთა სახლებში იზრდებოდნენ

2023-05-21 10:49:08+04:00

მერილინ მონრო

როცა მერილინის დედა გიჟად გამოცხადდა, გოგონა 2 წლით ბავშვთა სახლში გაგზავნეს. ამის შემდეგ ის ოთხი წლის განმავლობაში ოჯახის მეგობართან ცხოვრობდა. მერილინს არასდროს უნახავს მამა და ყოველთვის მის გაცნობაზე ოცნებობდა. 

პირს ბროსნანი

მსახიობი ყველაზე ცნობილი ჯეიმს ბონდის როლით გახდა. დედამისი მედდად მუშაობდა, ამიტომ ბავშვი ბებია და ბაბუამ აღზარდეს.  მათი გარდაცვალების შემდეგ, 6 წლის ბროსნანი ნათესავებმა წაიყვანეს, რომლებმაც ბავშვი საბოლოოდ ბავშვთა სახლში გაგზავნეს, სადაც 10 წლამდე ცხოვრობდა. 

ჯონ ლენონი

ჯონ ლენონის ადრეული ცხოვრება გაურკვევლობით იყო სავსე. მშობლების განქორწინების შემდეგ, ჯონს მამიდა ზრდიდა, ბიჭი რეგულარულად იცვლიდა საცხოვრებლებს და ერთი ნათესავიდან მეორის სახლში გადადიოდა, დედას კი იშვიათად ნახულობდა. 

ედი მერფი

3 წლის ედის მშობლები განქორწინდნენ. ხუთი წლის შემდეგ შეიტყო, რომ მამამისი გარდაიცვალა, დედას კი ფინანსურად ძალიან უჭირდა. ამ პერიოდის განმავლობაში ედი და მისი ძმა მინდობითი აღზრდის სისტემაში გადაიყვანეს, სადაც დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. 

სტივ ჯობსი

სტივის ბიოლოგიური მშობლები ოფიციალურად დაქორწინებულები არ ყოფილან.  მისი მამა მუსლიმი ემიგრანტების ოჯახიდან იყო, რომელსაც მშობლები დაქორწინების უფლებას არ აძლევდნენ. სტივი სან-ფრანცისკოში დაიბადა.  მოგვიანებით ბიჭი პოლ და კლარა ჯობსებმა იშვილეს.