ბლოგერი და დიზაინერი დალი ჩიტალაძე ხალხმა პროექტ „მასტერშეფიდან“ გაიცნო და შეიყვარა. მას შემდეგ დალის სოციალურ ქსელებში უამრავი გამომწერი და გულშემატკივარი ჰყავს.
ამჯერად დალი შვილს, ვახტანგ სუთიძეს დაბადების დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში ფოტო/ვიდეო კადრებს აზიარებს.
„ბედნიერებაა შენი დედა რომ ვარ…ჯანმრთელი, ბედნიერი და დღეგრძელი გამყოფოს ღმერთმა.
მადლობა ღმერთს, რომ ასეთი შვილი მყავს, უკეთილშობილესი, მოსიყვარულე. არ მეყოფა სიტყვები, რომ ყველა ის თვისება ჩამოვთვალო, რაც მახარებს და მაბედნიერებს”, – წერს დალი ჩიტალაძე.