სულ ცოტა ხნის წინ სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ნიუ-იორკში ქალთა ფონდის მიერ გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ, სადაც ქალთა და გოგონათა ადვოკატირებისა და გაძლიერებისთვის ჯილდო მეგანსაც გადაეცა, ღონისძიებაზე მეგანის დედაც იმყოფებოდა.
ღონისძიება მანჰეტენზე, Ziegfeld Ballroom-ში საღამოს 7 საათზე დაიწყო. სამეფო წყვილმა კი ტერიტორია 10 საათზე დატოვა და გაუგებრობა სწორედ ამ დროს დაიწყო. მათ მანქანას პაპარაცების ჯგუფი აედევნა. როგორც ჰერცოგისა და ჰერცოგინიას სპიკერმა პოლიციის განყოფილებაში განაცხადა, პაპარაცები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მეგანისა და ჰარის მანქანას დასწეოდნენ, ამისთვის კი მოძრაობის წესებსაც არღვევდნენ.

მეგანსა და ჰარის მოუწიათ, სახლამდე ტაქსის დახმარებით მისულიყვნენ, ტაქსის მძღოლი კი აცხადებს, რომ სპიკერის მიერ ამბავი "გაბუქებულია" და საქმე არც ასე კრიტიკულად ყოფილა.
სასამართლოში საქმე უკვე აღიძრა ოთხი ფოტოგრაფის შესახებ. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია და არავინ დაშავებულა.