ამჟამად მსოფლიოში 20-ზე მეტი სამეფო ოჯახია – ვნახოთ, როგორ გამოიყურებიან ტახტის მემკვიდრეები და მონარქების შთამომავლები.
პრინცესა ლეონორი, ესპანეთი
პრინცესა ლეონორი მეფე ფილიპ VI-ის უფროსი ქალიშვილია, რომელიც ტახტზე 2014 წელს ავიდა მამის ტახტიდან გადადგომის შემდეგ. ლეონორი ტახტის მემკვიდრეთა რიგში პირველია, მომავალში ესპანეთის პირველი დედოფალი გახდება 1868 წლის შემდეგ.
პრინცი ჯორჯი, დიდი ბრიტანეთი
2013 წელს დაბადებული პრინცი ჯორჯი პრინც უილიამის და ქეით მიდლტონის უფროსი ვაჟია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ერთ დღეს მეფე გახდება. ის ამჟამად მეორეა ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეთა სიაში.
პრინცესა ესტელი, შვედეთი
პრინცესა ესტელი არის შვედეთის პრინცესა ვიქტორიას უფროსი შვილი და და ტახტის მემკვიდრეთა სიაში დედის შემდეგ პირველია. იგი 2012 წლის 23 თებერვალს დაიბადა.
პრინცესა ელისაბედი, ბელგია
პრინცესა ელისაბედი 2001 წლის 25 ოქტომბერს დაიბადა, ის მეფის უფროსი შვილია და მიუხედავად იმისა, რომ ჰყავს ძმები, ის ბელგიის ტახტის პირველი მემკვიდრეა. ტახტზე ასვლის შემთხვევაში ელისაბედი ბელგიის პირველი მმართველი დედოფალი გახდება.
პრინცი კრისტიანი, დანია
პრინცი კრისტიანი 2005 წელს დაიბადა. ის არის დანიის მემკვიდრე პრინც ფრედერიკის უფროსი შვილი და დედოფალ მარგრეტ II-ის შვილიშვილი.
პრინცესა კატარინა-ამალია, ნიდერლანდები
კატარინა-ამალია 2003 წელს დაიბადა. მამის გამეფების შემდეგ ის ტახტის მემკვიდრე გახდა. პრინცესა საუბრობს ჰოლანდიურ, ინგლისურ და ესპანურ ენაზე. უყვარს ცხენებით ჯირითი, ჰოკეი, სიმღერა და ფორტეპიანოზე დაკვრა.
პრინცესა ინგრიდ ალექსანდრა, ნორვეგია
პრინცესა ინგრიდ ალექსანდრა ნორვეგიის მემკვიდრე პრინც ჰააკონის უფროსი შვილია. იგი 2004 წელს დაიბადა. ტახტზე ასვლის შემთხვევაში ის გახდება ნორვეგიის მეორე დედოფალი დედოფალ მარგარეტის შემდეგ, რომელიც ქვეყანას მე-15 საუკუნეში მართავდა.