ლიკა შენგელია ძველი თაობის მოდელებს მიეკუთვნება. ბევრისთვის დაუჯერებელია, თუმცა ულამაზეს ქართველ ქალს ხუთი შვილი ჰყავს – ორი – ბიჭი და გოგონა, პირველი ქორწინებიდან, სამი ბიჭუნა – მეორე ქორწინებიდან.
ლიკას ქალიშვილი ქეთი ჟღენტი სოციალურ ქსელში, დედის მსგავსად, პოპულარულია. ის ხშირად აქვეყნებს საკუთარი ყოველდღიურობის ამსახველ კადრებს.
ქეთი ასევე მრავალშვილიანი დედაა - ის მეუღლესთან, ბიზნესმენ თოშა ქებურიასთან ერთად სამ შვილს, ბუბას, კატერინასა და ლიანას ზრდის.
ლიკა შენგელია აქტიური ცხოვრების წესით გამოირჩევა. ძალიან ხშირად მოგზაურობს საზღვარგარეთ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად.