"ძალიან გამხდარია, მისი ხელები საშინლად გამოიყურება" - ფანები ანჯელინა ჯოლის ჯანმრთელობით შეშფოთებულები არიან - Marao

"ძალიან გამხდარია, მისი ხელები საშინლად გამოიყურება" - ფანები ანჯელინა ჯოლის ჯანმრთელობით შეშფოთებულები არიან

2023-05-21 11:01:51+04:00

ანჯელინა ჯოლი ცდილობს მაქსიმალური დრო დაუთმოს თავის 18 წლის ქალიშვილს ზაჰარას (ზაჰარა ჯოლი-პიტი). გოგონა ჯორჯიაში, სპელმანის კოლეჯში სწავლობს. ცოტა ხნის წინ, დედა-შვილი სასტუმრო გრინვიჩის დატოვებისას დააფიქსირეს.

ანჯელინა და მისი ქალიშვილი ქუჩაში  ხელჩაკიდებული სეირნობდნენ. ზაჰარა ჰოლივუდის ვარსკვლავების ექვსი შვილიდან ერთ-ერთია. ჯოლის და პიტს ასევე ჰყავთ 16 წლის ქალიშვილი შაილო, 21 წლის ვაჟი მედოქსი, 19 წლის ვაჟი პაქსი და 14 წლის ტყუპები ნოქსი და ვივიენი.

ანჯელინას ფანები ენერგიულად განიხილავენ ოჯახურ კადრებს: „ზაჰარას ჩაცმულობა მომწონს“, „ანჯელინა ძალიან დასუსტებულია,“  „ანჯელინას ძალიან წვრილი ხელები აქვს“, - წერენ ისინი სოციალურ ქსელში.