წარმოიდგინეთ, უამრავი წიგნი, საუკეთესო ფასები, საინტერესო სიახლეები და შეხვედრები ავტორებთან - ეს წიგნის დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად, ყოველი წლის გაზაფხულზე იმართება. 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით, თბილისის წიგნის საიუბილეო, 25-ე საერთაშორისო ფესტივალი „ექსპო ჯორჯიის“ სივრცეში გაიმართება.
მოდი ვნახოთ, თუ რა სიახლეებს გვთავაზობს ერთ-ერთი წამყვანი გამომცემლობა - „პალიტრა L“, რომელიც წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ტრადიციულად ახალი წიგნებით, დიდი ფასდაკლებებითა და სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით მე-11 პავილიონში გიმასპინძლებთ. საბავშვო სივრცე კი მე-6 პავილიონში იქნება განთავსებული.
ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტი - „ჰიპნოზი“
ამერიკელი მწერალი სამეცნიერო ფანტასტიკის, ფენტეზისა და საშინელებათა ჟანრში წერდა. ლავკრაფტის ნამუშევრების უნიკალურობამ კრიტიკოსები აიძულა გამოეყოთ ისინი ცალკეულ ჟანრად, სახელწოდებით Lovecraftian horror (ლავკრაფტის ჰორორი). მისი ნაწარმოებები ისეთივე უცნაური და შიშის მომგვრელია, როგორიც მწერლის ცხოვრება იყო. „ჰიპნოზი“ მოთხრობების კრებულია, რომელიც მწერლის 12 ცნობილ მოთხრობას აერთიანებს: „ჰიპნოზი“, „ჯადოქრების ბუნაგი“, „სიცივე“, „უცნაური მოხუცი“, „მთვარის ჭაობი“, „სიზმრის კედელს მიღმა“, „იდუმალი ხე“, „არტურ ჯერმინი“, „ხუან რომეროს გარდასახვა“, „ბოროტების მსახური“, „რენდოლფ კარტერის ჩვენება“ და „ვერცხლის გასაღები“.
ეს რომანი ტკივილსა და შურისძიებაზეა. ნამდვილ ამბავზე დაფუძნებულ ამ პოლიტიკურ თრილერში "ზღვის ლომს", მკვლელობის გარდა, სხვა არაფერი დარჩენია მას შემდეგ, რაც გაიგებს, რომ მისი რაზმი ამერიკის მთავრობამ ამოხოცა. ლეიტენანტ ჯეიმზ რისის მთელი ქვედანაყოფი ემსხვერპლა მოულოდნელ თავდასხმას, რომელსაც იმ თვითმფრინავის ეკიპაჟიც შეეწირა, მათ დასახმარებლად რომ გაგზავნეს. როცა შინ დაბრუნებულს, მისთვის უძვირფასესი ადამიანებიც დახოცილი დახვდება, რისი მიხვდება, რომ ეს ყოველივე იმ შეთქმულების ნაწილია, რომელიც მთავრობის უმაღლეს ეშელონებამდე მიდის. უოჯახოდ და უსამსახუროდ დარჩენილი რისი თავის საბრძოლო გამოცდილებას იმისთვის იყენებს, რომ ოჯახისა და თანამებრძოლების მკვლელებზე შური იძიოს.
სალომე ბენიძე - „ქალაქი წყალზე“
„ქალაქი წყალზე" არის წიგნი ქალებზე, რომლებიც ერთ ქალაქში ცხოვრობენ, ერთმანეთთან არაფერი არ აკავშირებთ და მაინც უამრავი საერთო აქვთ. შვიდი ქალი - ლიდია, ეფი, ილარია, ელენა, კატარინა, მარია და, ბოლოს, ანა-ულრიკე - შვიდი დაუვიწყარი და შთამაგონებელი ამბავია სიყვარულზე, იმედზე, გამძლეობასა და გამბედაობაზე, ანუ იმ ყველაფერზე, რაც აძლევს მათ ძალას, ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაშიც კი გააგრძელონ გზა და იარონ მასზე კვლავ სიყვარულით, თავდაჯერებულად და, რაც მთავარია, საკუთარი განუმეორებლობის შეგრძნებით.
საიმონ სინეკი - „უსასრულო თამაში“
როგორ მოვიპოვოთ გამარჯვება თამაშში, რომელსაც დასასრული არ აქვს? სასრულ თამაშებს გაცხადებული მოთამაშეები ჰყავს, გაწერილი წესები და განსაზღვრული დასასრული აქვს. ადვილია გამარჯვებულისა და დამარცხებულის გამოვლენა, როგორც, მაგალითად, ფეხბურთსა და ჭადრაკში. უსასრულო თამაშებში, როგორიცაა ბიზნესი, პოლიტიკა ან ცხოვრება, გამუდმებით იცვლებიან მოთამაშეები, იცვლება წესები და არ არსებობს კონკრეტული დასასრული. უსასრულო თამაშებს გამარჯვებულები და დამარცხებულები არ ჰყავს. მაგალითად, არ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა "ბიზნესის მოგება" ან "ცხოვრებაში გამარჯვება"- არსებობს მხოლოდ წინ ან უკან ყოფნა. ლიდერები, რომლებიც მართავენ უსასრულო აზროვნებით, უფრო ძლიერ, ინოვაციურ და ყველასთვის შთამაგონებელ ორგანიზაციებს ქმნიან. ასეთი ორგანიზაციები გამოირჩევიან საჭირო მედეგობით მარად ცვალებად გარემოში წარმატების მისაღწევად. „უსასრულო თამაშში"" ავტორი წარმოგვიდგენს მოდელს იმ თამაშის არსში უკეთ გასარკვევად, რომელშიც ყველანი მოთამაშეები ვართ, რადგან ეს უსასრულო თამაშია.
ჰექტორ გარსია, ფრანსესკ მირალესი - „იკიგაი თინეიჯერებისთვის“
იაპონური საიდუმლოებები ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებისთვის სთავაზობს პრაქტიკულ მიდგომას მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება: ბავშვებსა და მოზარდებს. თინეიჯერები ხშირად განიცდიან სტრესს და საკუთარ თავში ეჭვს, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც მათ უწევთ გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც განსაზღვრავს მათ ცხოვრებას. სწავლის არჩევისა და შემდგომი კარიერის შესახებ ეჭვები შეიძლება მოგვარდეს იმ ინსტრუმენტების დახმარებით, რომლებიც წარმოდგენილია ამ წიგნში. წიგნი დაეხმარება მოზარდებს საკუთარი პოტენციალის პოვნაში და რეალიზებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების გზაზე. მრავალი სხვა იკიგაი- გასაღების გარდა, ეს წიგნი არის შესანიშნავი გზამკვლევი ახალგაზრდა მკითხველისთვის, რომელსაც სურს იპოვოს გზა ცხოვრებაში და განავითაროს თავისი ნიჭი.
ეს შეიძლება ყველაზე გულწრფელი წიგნი იყოს, რომელიც კი ოდესმე წაგიკითხავს. შეგიმჩნევია, რომ არსებობს დაუწერელი წესები, რომლებიც ბიჭებს კარნახობენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, იფიქრონ და განიცადონ. არავინ იცის, საიდან მოდის ეს წესები, მაგრამ ერთ დღესაც - ბამ! - უცებ გრძნობ მათ უხილავ ძალას, რომელიც გაიძულებს მასკულინობის წესებს მიჰყვე, თუნდაც ეს სულაც არ გაბედნიერებდეს. ეს წიგნი ბიჭების კლუბის წესების დასწავლაზე არ არის, ის მათ დავიწყებას ეხება. ეს წიგნი შეულამაზებელი და გასაოცარია. აქ არ არის შეზღუდული თემები და ტყუილები. ზოგიერთი საკითხი შეიძლება ცოტა არაკომფორტული იყოს, მაგრამ ეს საკუთარი თავის გაცნობის - და რწმენის -მნიშვნელოვანი ნაწილია. არ იდარდო, ამ გზაზე მარტო არ ხარ, ასე რომ, მოდი, ერთად შევეცადოთ, ვიყოთ რაც შეიძლება ჭკვიანი, მამაცი და ძლიერი ადამიანები!
ნათია ჯაგოდნიშვილი - „გადამწვარი ხიდები“
ლიტერატურული კონკურსის - „გახდი ბესტსელერის ავტორის“ ერთ-ერთი გამარჯვებული ავტორის მესამე წიგნი. "გადამწვარი ხიდები"" ახალგაზრდა კაცის უცნაურ ბედისწერაზე გვიყვება. ეს ამბავი დიდ და ამაღელვებელ სიყვარულზეა... 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ გეგა ცეცხლაძის თავისუფლება ასეთია: თავისუფალია საყვარელი საქმისგან, საყვარელი ქალისგან, უფლებებისგან, იმედებისგან, ოცნებებისგან... ტვირთად აკიდებული წარსულით შუა გზაზე ბედის ანაბარად მიტოვებულს საკუთარი სიცოცხლის გამართლების ერთი მიზეზიც კი აღარ დარჩენია... და როცა წასასვლელიც არსაით აქვს, საქმეში კვლავ ბედისწერა ერევა! ბედისწერამ კი დანდობა არ იცისო და... გეგა ანას შეახვედრა! ახლა შეუძლებელი შესაძლებელი უნდა გახდეს; ახლა სიმართლე უნდა ითქვას და, როცა უკვე უკან დასახევი გზაც აღარ არის, უნდა ადგე და... ყველა ხიდი გადაწვა!"
ნიკოლოზ ტოტოღაშვილი - „რატომ კვდებიან კუპიდონები“
ლიტერატურული კონკურსის - „გახდი ბესტსელერის ავტორის“ ერთ-ერთი გამარჯვებული ავტორის მეხუთე წიგნი. არავის დაუჯეროთ, თუ გეტყვიან, რომ სიყვარული არ სურთ. ეს დროებითია. როგორი იდეალური ცხოვრებაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, მოდის ცხოვრებაში ეტაპი, როდესაც აცნობიერებს, რომ არაფერი არ გააჩნია, რადგან არ გააჩნია სიყვარული; არ ჰყავს ადამიანი, ვისაც კარგ დღეს უსურვებს, დილით მისი კოცნა გააღვიძებს. ჩვენ ყოველთვის გვჭირდება ვინმე, ვისზეც ვიზრუნებთ, არა იმიტომ, რომ მას სჭირდება ეს... ვინც გიყვარს, მასზე ზრუნვით ბედნიერდები. ავტორმა სხვა ადამიანების გრძნობათა პალიტრის მართვა ამჯერად ადამია ნის სახიერებით მოვლენილ ღმრთიულ ჯადოქრებს (სულებს) მიანდო და გადაუმისამართა. ისინი ამ გრძნობის გამღვიძებლები არიან ─ ისინი ეძებენ, პოულობენ, ცდილობენ იდეალური წყვილები შეახვედრონ და მათი გულები ერთმანეთს სამუდამოდ დაუკავშირონ.
ჰერბერტ უელსი - „ბრმათა ქვეყანა“
ბრიტანელმა მწერალმა და პუბლიცისტმა ჰერბერტ უელსმა (1866-1946) უმაღლესი განათლება ლონდონის უნივერსიტე- ტის კინგზ-კოლეჯში მიიღო, რომელიც 1888 წელს დაასრულა. უელსი, ჟიულ ვერნთან ერთად, სამეცნიერო ფანტასტიკის მამად ითვლება. მასზე და მის შემოქმედებაზე უინსტონ ჩერჩილი წერდა: ” საოცარი გამომგონებლობის უნარი ჰქონდა და ყველას შე- ეძლო თავისებურად წაეკითხა და გაეგო მისი წიგნები. მის საუკეთესო რომანებში, როგორებიც არის ” პირველი ადამი ანი მთვარეზე“ და ”სამყაროთა ომი“, იმდენი მიგნებაა, რომ ზოგი სხვა დიდი მწერლის მთელ შემოქმედებაშიც არ იქნება“. უელსის მოთხრობათა ეს კრებულიც სწორედ ასეთი ”მიგნებებითაა“ გაჯერებული.
რუპი კაური - „მზე და მისი ყვავილები“
მზე და მისი ყვავილები არის კრებული მწუხარების საკუთარი თავის უარყოფის ფესვების პატივისცემის სიყვარულის და ფეხებზე დადგომის შესახებ. ის ხუთ ნაწილადაა დაყოფილი: ჭკნობა, ვარდნა, დაფესვიანება, ზრდა და ყვავილობა.
გამომცემლობა „პალიტრა L-ის" კატალოგი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3o54ieN
R