წარმატებული ქართველი მოდელი, თაკო ნაცვლიშვილი უკვე არაერთი წელია, რაც სამოდელო სფეროში საქმიანობს და საკმაოდ წარმატებითაც. ის ასევე ცნობილი მოდელისა და სამოდელო სააგენტოს, Look Models-ის დამფუძნებლის, ნინა ცქიტიშვილის ქალიშვილია. თაკო ადრეული წლებიდანვე აქტიურად იყო დაკავებული სხვადასხვა ჩვენებსა და გადაღებებში და საქართველოს ფარგლებს გარეთ მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწია. ამ ეტაპზე კი, სამოდელო კარიერის პარალელურად, საკუთარ ბრენდს ხელმძღვანელობს.
თაკო ნაცვლიშვილის რჩეული ოთო რუხაძეა. წყვილი სოციალურ ქსელში ერთად ხშირად არ ჩნდება, თუმცა მათი ურთიერთობა უკვე წლებს ითვლის და ისინი მალე დაქორწინებასაც აპირებენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თაკოს მეგობრებმა დაწერეს და წინასაქორწინო წვეულებიდან ფოტოებიც გამოაქვეყნეს.


