"პატარა გოგო გაიზარდა" - ჯაბა კილაძე ფოტოებს შვილის, ლიზას ბოლო ზარიდან აქვეყნებს - Marao

"პატარა გოგო გაიზარდა" - ჯაბა კილაძე ფოტოებს შვილის, ლიზას ბოლო ზარიდან აქვეყნებს

2023-05-21 11:39:17+04:00

მსახიობ ჯაბა კილაძისა და მომღერალ თამთა ჭელიძის ქალიშვილი, ლიზა კილაძე მშობლების მსაგვსად, პატარა ასაკიდანვე გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი. ლიზა ბავშვობიდანვე განსაკუთრებული გარეგნობით გამოირჩეოდა და ძალები სამოდელო სფეროშიც მოსინჯა. მან მონაწილეობა არაერთ გადაღებაში მიიღო, მისი ფოტოები კი ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებდა.

ამჯერად მშობლები ლიზას ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას ულოცავენ და ფოტოებს მისი ბოლო ზარიდან აქვეყნებენ. "დედი, გილოცავთ" - წერს თამთა ჭელიძე ფოტოზე, სადაც ლიზა მამასთან, ჯაბა კილაძესთან ერთადაა.