მოდელი და დიზაინერი სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე მეუღლესთან, ზურა ხიზანიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს.
რამდენიმე დღის წინ სალომე ღვინიაშვილმა დაბადების დღე აღნიშნა, მოდელი 39 წლის გახდა და საღამო მეგობრებისა და ახლობლების გარემოცვაში მხიარულად გაატარა. სოციალურ ქსელში მან არაერთი ფოტო გამოაქვეყნა, მათ შორის, უმცროს ქალიშვილთან, ნიტა ხიზანიშვილთან ერთადაც.
სალომეს მეგობრები აღნიშნავენ, რომ ნიტა ძალიან ჰგავს დედას. სალომეს უფროსი ვაჟი, დათუნა უკვე 21 წლისაა კამერების წინ იშვიათად ჩნდება. ანასტასია ხიზანიშვილი ინგლისში ცხოვრობს, სწავლობს და მუშაობს. ნიტა კი დედასთან ერთად ხშირად მონაწილეობს გადაღებებში და მისი ბრენდი9ს სახეც გახდა.