"ეს არის წონაში ჯანსაღი კლება, ამ მეთოდით წონის შენარჩუნებაც ბევრად მარტივია“ - არჩილ მარშანია წონაში სწორად და უსაფრთხოდ კლების შესახებ - Marao

"ეს არის წონაში ჯანსაღი კლება, ამ მეთოდით წონის შენარჩუნებაც ბევრად მარტივია“ - არჩილ მარშანია წონაში სწორად და უსაფრთხოდ კლების შესახებ

2023-05-22 11:37:17+04:00

არჩილ მარშანია ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და პირველადი დახმარების ინსტრუქტორია, რომელიც კლინიკურ პრაქტიკას საზღვარგარეთ გადის. საქართველოში, ძირითადად, საგანმანათლებლო საქმიანობითაა დაკავებული, კითხულობს ლექციებს და არის მიწვეული სპიკერი სხვადასხვა პროექტში (UNICEF-ისა და გაეროს საქართველოს ასოციაციის პროექტები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვა).

სოციალურად აქტიური ექიმი, რომლისთვისაც პროფესია დღის წესრიგად იქცა, ცდილობს, მისცეს საზოგადოებას სასარგებლო რჩევები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ამჯერად მან წონის სწორად და უსაფრთხოდ კლების შესახებ ისაუბრა: 

„თითქმის ყოველი მეორე, ვინც ერთი გვერდი წაიკითხა ან ორდღიანი ტრენინგი გაიარა, დიეტოლოგი ჰგონია თავი ან კვების ექსპერტად ასაღებს თავს.

თუ ნახავთ რეკლამებს ან მიიღებთ შემოთავაზებას, რომელიც მიმართულია მოკლე დროში ბევრი წონის კლებაზე, არ დაუჯეროთ... ეს მარკეტინგია ან თვითონაც შეცდომაშია შესული და არ იცის რეალობა.

წონაში სწრაფი კლება დიდ რისკებს შეიცავს.

წონაში ჯანსაღი კლება არის ერთ კვირაში დაახლოებით ნახევარი კილო ან 900 გრამამდე. ამ მეთოდით წონის შენარჩუნებაც ბევრად მარტივია“, – ამბობს არჩილ მარშანია.