"რასაც ახლა გეტყვით, ყველგან ვერ მოისმენთ" - ექიმი გიორგი ღოღობერიძე მუცლის შებერილობის მიზეზებზე საუბრობს - Marao

"რასაც ახლა გეტყვით, ყველგან ვერ მოისმენთ" - ექიმი გიორგი ღოღობერიძე მუცლის შებერილობის მიზეზებზე საუბრობს

2023-05-22 11:21:16+04:00

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "მთავარი დიაგნოზი" მუცლის შებერილობის მიზეზებზე საუბრობს:

1.    საკვების დიდი რაოდენობით მიღება. თუ რაოდენობით საჭმელს იღებ, მაშინ წვრილი ნაწლავი მის მონელებას ვერ ასწრებს, შესაბამისად, საკვები მსხვილ ნაწლავში გადადის. მსხვილი ნაწლავის ბაქტერიები კი აფერმენტირებენ იმ მოუნელებელ საკვებს და იწყება აირების წარმოქმნა. 

2.    სწრაფი კვება: აქ საუბარი ეხება იმას, რომ ადამიანი საკვებს ზედმეტად სწრაფად მიიღებს. ამ დროს საკვებს პირის ღრუთი ვერ ამუშავებ. დიდი ულუფები გადადის კუჭში, შემდეგ წვრილ ნაწლავში და ბოლოს მსხვილში.

3.    რძის აუტანლობა: ეს მიზეზი განსაკუთრებით ხშირია უფროს ასაკობრივ ჯგუფში.  შეიძლება უშუალოდ რძეს არ სვამდე, მაგრამ რძის პროდუქტებს იღებდე, რომლებიც ლაქტოზას შეიცავს, რომელიც წვრილ ნაწლავში ფერმენტ ლაქტოზით იშლება. ადამიანს, ასაკთან ერთად, ამ ფერმენტის აქტივობა უქვეითდება. შესაბამისად, რძის პროდუქტების მონელებაც რთულდება. 

4.    ფრუქტოზის აუტანლობა: ფრუქტოზა ხილსა და ბოსტნეულში გვხვდება. ამ შემთხვევაში, ფერმენტი ფრუქტოკინაზა ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით არ არის. 

5.    პრე-მენსტრუალური სინდრომი: ციკლამდე ერთი კვირით ადრე სხეულში ეცემა პროგესტერონისა და ესტროგენის რაოდენობა, რაც იწვევს შებერილობას. ძალიან ხშირია ახალგაზრდებში.