1-ელი ადგილი - ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი, 68 წლის
ქონება: $80,5 მილიარდი

ფრანსუაზას მამამ, ენდრიუ ბეტანკურმა დააარსა L'Oreal, ხოლო დედამისმა ლილიან ბეტანკურ-მაიერსმა მემკვიდრეობით მიიღო კომპანია Nestle-ის კაპიტალი. ფრანსუაზამ განათლება მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში მიიღო და განაგრძო მამის მოღვაწეობა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ადგილი დაიკავა. მისი მეუღლე ჟან-პიერ მაიერსი ფრანგული ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიის, Tethys SAS-ის აღმასრულებელი დირექტორია. თავისუფალ დროს ფრანსუაზა ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას და უძღვება პროექტებს, რომლებიც დაკავშირებულია ეკოლოგიასთან და უახლეს ტექნოლოგიებთან.
მე-2 ადგილი - ჯულია კოხი, 60 წლის
ქონება: $59 მილიარდი

Koch Industries-ის მფლობელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე მემკვიდრეობით მიიღო ბიზნესის იმპერია ქმრის დევიდ კოხისგან. როდესაც ის გარდაიცვალა 2019 წელს, 79 წლის ასაკში, მან მეუღლესა და სამ შვილს კომპანიის 42%-იანი წილი დაუტოვა.
მე-3 ადგილი - ალისა უოლტონი, 73 წლის
ქონება: $56,7 მილიარდი

Walmart-ის თანამფლობელი და დირექტორთა საბჭოს წევრი ამერიკული საბითუმო და საცალო ვაჭრობის ქსელის Walmart-ის დამფუძნებლის ქალიშვილია. დიდი ხნის განმავლობაში ალისა მუშაობდა ანალიტიკოსად და ბროკერად, რის შემდეგაც საკუთარი საინვესტიციო ბანკი Llama Company დააარსა.
მე-4 ადგილი - ჟაკლინ მარსი, 83 წლის
ქონება: $38,3 მილიარდი

თუ მილიარდერის სახელს მარსის შოკოლადებს უკავშირებთ, არ ცდებით. ჟაკლინი ტკბილეულის კომპანიის დამფუძნებლის შვილიშვილია და დღეს ის კომპანიის დაახლოებით მესამედს ფლობს.
საოჯახო ბიზნესის ღირსეული მემკვიდრე რომ გამხდარიყო, ჟაკლინი სწავლობდა უნივერსიტეტში და ოცი წელი მუშაობდა მარსის სხვადასხვა სტრუქტურებში, რათა საფუძვლიანად შეესწავლა თუ როგორ მუშაობს ბიზნესი შიგნიდან.
მე-5 ადგილი - მირიამ ადელსონი, 77 წლის
ქონება: $35 მილიარდი

მირიამი არის Las Vegas Sands-ის მემკვიდრე და Dr. Miriam and Sheldon G. Adelson Medical Research Foundation-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე. ამ წლისთვის მისი ქონება გაიზარდა კიდევ 8 მილიარდი დოლარით - ადელსონი დაქვრივდა და მისი მეუღლის შელდონ ადელსონის ქონება მას გადაეცა. შელდონი დონალდ ტრამპის მთავარი სპონსორი იყო და დიდი ხნის განმავლობაში შედიოდა Forbes-ის ოცეულში, გახსნა სასტუმროები და კაზინოები მთელს მსოფლიოში. მირიამი ისრაელიდან ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და ბოსტონის უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ, სამსახური მიიღო ფარმაცევტულ კომპანიაში, რომელიც მისმა მომავალმა ქმარმა შეიძინა.