ხელოვნებათმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე ტელეკომპანია "იმედის" ეთერში თავის ცხოვრებაში მომხდარი ტრაგედიისა და ამ ტრაგედიის შემდეგ ცხოვრების გაგრძელების შესახებ საუბრობს. მან ცოტა ხნის წინ მაყურებელს საკუთარი პროექტი წარუდგინა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა:
„ჩემს მდგომარეობაში დარჩენილი ადამიანები ეძებენ გამართლებას, რატომ უნდა იყვნენ ყოჩაღად. ეს გამართლება და ეს არგუმენტები რაც უფრო მნიშვნელოვანია, უფრო გიადვილებს ყოფას. ისეთი ოვაცია მოჰყვა, ეს ავანსად იყო მოცემული მაყურებლისგან, მიდი, გაცურე… თითქოს მგულშემატკივრობდნენ, რომ გადამეცურა ეს ზღვა თუ წყალი. ბედნიერი რომ მიდის მაყურებელი, ეს ყოფილა ყველაფერი…“ - ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე.
ნიკოლოზ წულუკიძეს რამდენიმე თვის წინ მცირეწლოვანი შვილი გარდაეცვალა. ბავშვი მაღალი სართულიდან გადმოვარდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.