როგორ მოვუაროთ თმას პროფესიონალურად სალონში მისვლის გარეშე - Marao

როგორ მოვუაროთ თმას პროფესიონალურად სალონში მისვლის გარეშე

2023-05-22 16:25:02+04:00

თმის სწორად მოვლა ბევრი ქალის გამოწვევაა. თმაზე პროფესიონალურად ზრუნვა, რაც სალონებში ხშირ სტუმრობას გულისხმობს, როგორც წესი, დიდ ხარჯებთან და დროსთან არის დაკავშირებული და ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ქალებმა შეარჩიონ სწორი რუტინა და პროდუქტები, რომლებიც სალონში მისვლის გარეშე იძლევა თმის პროფესიონალური მოვლის შესაძლებლობას.

ზოგადად, თმის მოვლის რუტინა და სწორი პროდუქტების შერჩევა დამოკიდებულია თმის ტიპზე. არსებობს 4 ტიპის თმა: ნორმალური, მშრალი, ცხიმიანი და კომბინირებული.

ცხიმიანი თმისთვის სასარგებლოა ბალახების ნაყენი, როგორიცაა: გვირილა, სალბი (შალფეი) და ა. შ. მშრალი თმისთვის კი - ნატურალური ზეთები, მაგალითად, ზეითუნის, ავოკადოს, სელის ზეთი. თუმცა, ტიპის გარდა, პროდუქტების შერჩევის დროს უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი საკითხებიც: ხვეულია თუ სწორი ის, შეღებილია თუ არა, ხშირი ღებვისგან გამომშრალი ხომ არაა, რამდენად ხშირად მოიხმართ ფენს, რთულად დასავარცხნია თუ არა და სხვა დეტალები.

როგორი ტიპის თმაც უნდა გქონდეთ, გახსოვდეთ, რომ უმჯობესია შეარჩიოთ პროდუქტები, რომლებიც ორგანული და ნატურალური ინგრედიენტებითაა დამზადებული, თქვენი თმის უსაფრთხოებისა და სიჯანსაღისათვის. უპირატესობა მიანიჭეთ ევროპული წარმოების, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად სერტიფიცირებულ ბრენდებს. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთია PHYTORELAX, რომელსაც ექსკლუზიურად "იმპექსის" სააფთიაქო ქსელშია წარმოდგენილი. PHYTORELAX-ის პროდუქცია არის სრულიად უსაფრთხო − ნატურალური, ორგანული, ვეგანური და ამასთანავე, ძალიან ეფექტური. აღსანიშნავია, რომ ბრენდი ფლობს მსოფლიოში აღიარებულ ორგანული კოსმეტიკის უმაღლესი ხარისხის დამადასტურებელ ევროპულ სერტიფიკატს − COSMOS ORGANIC. მას ასევე მინიჭებული აქვს უმაღლესი სტანდარტით დამზადებული ნატურალური პროდუქციის დამადასტურებელი სერტიფიკატი − COSMOS NATURAL და AIAB, რაც ბიო-ეკოკოსმეტიკურ სტანდარტზე მიუთითებს. გარდა ამისა, ბრენდი ფლობს სერტიფიკატს CRUELTY FREE, რადგან PHYTORELAX-ის პროდუქცია არ იტესტება ცხოველებზე და არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს. PHYTORELAX-ის თმის მოვლის საშუალებები არის პროფესიონალური, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თავად მოუარონ თმას ისე, როგორც ამას პროფესიონალები გააკეთებდნენ.  

PHYTORELAX -ის პროდუქციის მაგალითზე გასწავლით, როგორ უნდა მოუაროთ თმას სახლში პროფესიონალურად.

„KERATIN REPAIR-ის ხაზის პროდუქცია განკუთვნილია დაზიანებული, თხელი და სუსტი თმისთვის. ის დამზადებულია თხევადი კერატინის ფორმულაზე და შედეგად აღადგენს თმის კუტიკულას და სტრუქტურას; იცავს გარეგანი, როგორც ქიმიური, ისე ფიზიკური აგრესიისა და დაზიანებისგან. მისი რეგულარული გამოყენების შემდეგ თმა ხდება რბილი, გლუვი, ბზინვარე და ადვილად ვარცხნადი. სტანდარტული პროდუქტების პარალელურად, როგორიცაა შამპუნი და ნიღაბი, ბრენდის აღნიშნულ ხაზს აქვს თმის სამკურნალო სპრეი, რომლის შემადგენლობაში შემავალი თხევადი კერატინი აქტიურდება მაღალ ტემპერატურაზე და ამიტომ თერმული პროცედურების წინ გამოიყენება; ასევე, ინტენსიური აღმდგენი სპრეი, რომელიც წარმოქმნის დამცავ გარსს თმის ღერის მთელ სიგრძეზე და აღმდგენი რძე, რომელიც ღრმად აღწევს დაზიანებულ თმაში, აღადგენს და აძლიერებს თმის სტრუქტურას.

 

„KERATIN COLOR“-ის  („შეღებილი/დაზიანებული თმა“)  ხაზის პროდუქტები განკუთვნილია შეღებილი და დაზიანებული თმისთვის. მის შემადგენლობაში შემავალი ჰიდროლიზებული კერატინი აღადგენს დაზიანებულ თმას, ამინომჟავების კოქტეილი ატენიანებს, კვებავს და იცავს, Sodium PCA კი იცავს და აძლიერებს ფერს. აღნიშნული ხაზი აერთიანებს შემდეგ პროდუქტებს: შამპუნი, ნიღაბი, თერმოდამცავი სპრეი, სპრეი/ნიღაბი. თერმოდამცავი სპრეი ქმნის დამცავ ფენას, იცავს თმას თერმული პროცედურებისგან, ამარტივებს თმის ვარცხნას, უნარჩუნებს ფერს და ბუნებრივ ბზინვარებას.

 

„KERATIN NO YELLOW” ხაზი განკუთვნილია ქერა, ღიად შეღებილი თმისთვის. მისი იისფერი პიგმენტი აუფერულებს უსიამოვნო სიყვითლეს, თხევადი კერატინი კი კვებავს, აღადგენს თმას, ხდის აბრეშუმისებრად გლუვს და ბზინვარეს. ამ სერიის შემადგენლობაში შემავალი სამკურნალო კონცენტრანტი აძლიერებს თმის ფერს, ანეიტრალებს უსიამოვნო სიყვითლეს, კვებავს, ამარტივებს ვარცხნას.

 

„KERATIN CURLY”-ს ხაზი შექმნილია ხვეული და ტალღოვანი თმისთვის. ამ ხაზის პროდუქტები დამზადებულია თხევადი კერატინის, ბამბუკის ექსტრაქტის და გლიცერინის ბაზაზე. მათი რეგულარული გამოყენება თმას იცავს აბურდვისგან, უნარჩუნებს და აყენებს  ლამაზ ხვეულებს, თმა ხდება მბზინავი. შამპუნი, რომელიც სულფატების გარეშეა,  ნაზად წმენდს კანს და ხელს უწყობს ბუნებრივი ხვეულების შენარჩუნებას. 

“COCUNAT PROFESSIONAL HAIR CARE” - ქოქოსის ხაზი შექმნილია სპეციალურად განსაკუთრებულად გამომშრალი და დაზიანებული თმისთვის. აღნიშნულ ხაზში შემავალი პროდუქტები აღადგენს და იცავს მშრალ, დაზიანებულ თმას, ხდის რბილს და ბზინვარეს, იცავს ფერს, იცავს თმის ბოლოებს დაზიანებისგან, უნარჩუნებს  მოცულობას, ამარტივებს ვარცხნას. 

 

PHYTORELAX მომხმარებელს ასევე სთავაზობს არგანის ზეთის ხაზს, რომლის შემადგენლობაში შემავალი პროდუქტებიც მომხმარებლებს სხვადასხვა პრობლემის მოგვარებასა და თმაზე სხვადასხვა კუთხით ზრუნვაში ეხმარებიან. არგანის ბაზაზე დამზადებული პროდუქტები თმას ხდის  გლუვსა და ელასტიკურს, თმა ხდება უფრო მორჩილი და ადვილად ვარცხნადი.

თმის პროფესიონალური მოვლის პროდუქტები ქალბატონებისთვის სასურველი და იდეალური საჩუქარია. PHYTORELAX -ის ბრენდი ძალიან ლამაზ სასაჩუქრე ყუთებში გვთავაზობს ნაკრებებს ძირითად პროდუქტებით, რომელიც ნებისმიერ ქალბატონს გაახარებს. 

თმაზე ზრუნვა სწორად შერჩეული პროდუქტებით დაიწყეთ და შეძლებთ თქვენი თმა მუდმივად ჯანსაღად და მოვლილად გამოიყურებოდეს. PHYTORELAX-ის ორგანული და ნატურალური, პროფესიონალური თმის მოვლის პროდუქტები ხელმისაწვდომია „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელის 110-მდე აფთიაქში, მთელი საქართველოს მასშტაბით.

R