50 წლის განმავლობაში ჯუდი და ჯერი გრიფინები მეგობრებსა და ოჯახს უყვებოდნენ ზღაპრულ ისტორიას, თუ როგორ შეხვდნენ 1969 წელს ვუდსტოკის გზაზე და მას შემდეგ ერთად არიან. მათი შეხვედრის ერთადერთი მინუსი არის ის, რომ ამ დღის მოგონება ფოტოს სახით არ შემოუნახავთ.

ერთმანეთი 1969 წლის 15 აგვისტოს გაიცნეს - ვუდსტოკის მუსიკალური ფესტივალის პირველ დღეს - როდესაც ჯერის მანქანა ნიუ-იორკის ტაპან ზეის ხიდზე, კონცერტის მოედნიდან დაახლოებით 90 მილის დაშორებით გაფუჭდა. მეგობრებთან ერთად გზად მიმავალი სხვა მანქანის გაჩერება მოუწია.
"დავინახე, რომ მანქანაში ქალი იჯდა. აქამდე არასდროს ვყოფილვარ ავტოსტოპით, მაგრამ ვიფიქრე, რადგან საჭესთან ქალი იჯდა, მაშინ უსაფრთხოდ ვიქნებოდით.“
ერთად პირველი გასეირნება საბოლოოდ გადაიზარდა 50 წლიან სიყვარულსა და ქორწინებაში, ორ ვაჟსა და ხუთ შვილიშვილში.

წყვილს ამ დღეს გადაღებული კადრები არასდროს უნახავს, სანამ საერთო მეგობარმა ერთ-ერთი ფილმის ტრეილერის კადრები არ აჩვენა.
"გასაოცარია, 50 წელი ვეძებდით ამ სურათს და უეცრად, სრულიად მოულოდნელად ჩნდება. ფოტოს გადაღების მომენტში ერთმანეთი სულ რამდენიმე წუთის გაცნობილი გვყავს" - იხსენებს ჯერი.