ლეგენდარული წითელი საცურაო კოსტიუმი და დიდი დაბრუნება - 55 წლის პამელა ანდერსონი საოცარ ფორმაშია - Marao

ლეგენდარული წითელი საცურაო კოსტიუმი და დიდი დაბრუნება - 55 წლის პამელა ანდერსონი საოცარ ფორმაშია

2023-05-23 13:34:26+04:00

პამელა ანდერსონი სექსუალურ წითელ საცურაო კოსტიუმში დაბრუნდა. 55 წლის ვარსკვლავი ლეგენდარული ფოტოს ახალ ვერსიას გვთავაზობს.

პამელა ლოს-ანჯელესში დაფუძნებულ ბრენდ Frankies Bikinis-ისთვის პოზირებს.

ფოტოები, აღფრთოვანებასთან ერთად, ნოსტალგიებსაც იწვევს, რადგან ეს წითელი საცურაო კოსტიუმი ყველას 1990-იანი წლების სატელევიზიო შოუს, Baywatch-ს ახსენებს.

როგორც აღმოჩნდა, ეს გადაღება თავად პამელასთვისაც ემოციური იყო და სიახლის გაზიარებისთვის განსაკუთრებით ემზადებოდა.