მსახიობმა რუსკა მაყაშვილმა და მისმა მეუღლემ, სანდრო ნიჟარაძემ, 7 წლის წინ იქორწინეს. მათ ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ. რუსკა, ისევე, როგორც რეალურ ცხოვრებაში, სოციალურ ქსელშიც აქტიურია და ხშირად აქვეყნებს კადრებს თეატრისა და კინოს კულისებიდან. ამჯერად კი საკუთარ გვერდზე უმცროსი შვილის, კატოს კადრები გააზიარა და მას ორი წლის იუბილე მიულოცა: "ვულოცავ დაბადების დღეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან გოგოს. ყველაზე ძალიან მიყვარხარ, კატო, შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ! კატო-ტუტი 2 წლისაა" - წერს რუსკა.