სიყვარული, სიყვარული, სიყვარული... იმდენი ემოციაა ამ სიტყვაში! თითოეულ ჩვენგანს დროდადრო სურს ჩაძირვა ნათელი გრძნობებისა და ვნებების სამყაროში.
გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის წიგნის საიუბილეო, 25-ე საერთაშორისო ფესტივალი 25 მაისს იწყება, გადავწყვიტეთ თქვენთვის 5 ყველაზე ამაღელვებელი რომანი შეგვერჩია, რომელთაც საუკეთესო ფასად შეიძენთ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ სტენდთან.
საინტერესო სტილი, ცოტა იუმორი, ხარისხიანი დრამა და, რა თქმა უნდა, ყველაზე გულწრფელი გრძნობა - ეს ყველაფერი ამ წიგნებშია! გაეცანით ჩვენს ხუთეულს საუკეთესო სასიყვარულო რომანების სიიდან.
ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის მომაჯადოებელი რომანი, რომელიც მწარედ, ტკივილით დაგვაფიქრებს სიყვარულსა და მარტოობაზე, იმაზე, თუ როგორია ხელოვნური ინტელექტის როლი ჩვენს მომავალში. ეს კლარას ამბავია, რომელსაც ის თავად მოგვითხრობს. კლარა განსაკუთრებული, ყველა ანალოგისგან გამორჩეული შესაძლებლობების მქონე ხელოვნური მეგობარია. ის მაღაზიის ვიტრინაში დგას და ყურადღებით ადევნებს თვალს გამვლელებს, აკვირდება მათ და ელის კლიენტს, რომელიც მას ამოირჩევს. ასეთი კლიენტი გამოჩნდება და კლარა ნამდვილ ოჯახს იძენს. მაგრამ რას ნიშნავს „ნამდვილი“ სამყაროში, რომელიც გაჟღენთილია პრაგმატიზმით, რაციონალურობითა და ათასგვარი შიშით? „კლარა და მზე“ არის სულის შემძვრელი, დაუვიწყარი წიგნი, რომელიც, რობოტის გულწრფელი და შეუდარებელი თხრობის მეშვეობით, სრულიად სხვაგვარად დაგვანახვებს საკუთარ თავებს, ჩვენს ქცევას და დაგვაფიქრებს მარადიულ კითხვაზე: რა არის სიყვარული?
ნანი მანველიშვილი - არ დამივიწყო
რა მოხდება, თუ ერთ დღეს ადამიანებს ასეთი უცნაურობა დაემართებათ: დაავიწყდებათ ყველა და ყველაფერი, საკუთარი იდენტობაც კი, თუმცა ეხსომებათ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი: ვიღაცას დედა, ვიღაცას შვილი, ზოგს მამა და ზოგსაც სულაც მეზობელი? "არ დამივიწყო" _ პასუხია ამ კითხვაზე... რომანში ორი ძირითადი ხაზია: პირველი თანამედროვე საქართველოში ვითარდება, მთავარი გმირი კი ელენეა, სტუდენტი გოგონა, რომელიც ბებიის ბურუსით მოცული თავგადასავლის გაგებას ცდილობს. მეორე ხაზი წარსულია - საბჭოთა კავშირი, ქართველების როლი და ადგილი ამ სივრცეში, ადამიანების ბედი ტოტალიტარულ სახელმწიფოში, ომი და... რა თქმა უნდა, სიყვარული. სულისშემძვრელი სიყვარულის ამბავი, რომელიც საქართველოს ისტორიის ყველაზე მძიმე და რთულ პერიოდში ვითარდება, გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ.
კოლინ ჰუვერი - მახინჯი სიყვარული
მათ უცნაურ შეხვედრას არ მოჰყოლია ერთი ნახვით შეყვარება. ვერც მეგობრები გახდნენ. ამ ორს მხოლოდ ვნება აერთიანებს... ასე ჰგონიათ, ჯერჯერობით. ახალგაზრდა მამაკაცს სიყვარული არ სჭირდება, ქალს საამისოდ არ სცალია. მათი შეთანხმება იდეალური იქნება, თუ ქალი მხოლოდ და მხოლოდ ორ წესს დაიცავს: არასოდეს ჰკითხოს, რა მოხდა წარსულში და. არ ჰქონდეს მომავლის იმედი. მაგრამ მალე მიხვდებიან, რომ შეთანხმების დაცვა უჭირთ. თანდათან წესები ირღვევა და სიყვარული მახინჯი ხდება.
ერთი მხრივ, დიდებისა და აღიარების სურვილით შეპყრობილი და, მეორე მხრივ, რომანტიკული ჟულიენ სორელი თვდაუზოგავად მიისწრაფვის სოციალური აღმავლობისაკენ. უნიჭიერესი, საოცარი ნებისყოფითა და შორსმჭვრეტელობით დაჯილდოებული, ის ამ გზაზე წარმატებას წარმატებაზე აღწევს, თუმცა თანდათან ეფლობა ჭაობში. ჭაობს კი ეშაფოტი სჯობს, თავის დახრას - თავის მოკვეთა. რომანში მთელი სისრულითაა წარმოდგენილი რესტავრაციის პერიოდის საფრანგეთის არისტოკრატია, ბურჟუაზია, სასულიერო პირები. აღწერილია კათოლიკური ეკლესიის ფარისეველ მსახურთა საქმიანობა.
მდიდარი, მაგრამ გულცივი ნათესავების ოჯახში უსიხარულო ბავშვობისა და ღარიბ გოგონათა საქველმოქმედო სასწავლებლის უმკაცრეს რეჟიმში გატარებული რვა წლის შემდეგ ობოლი ჯეინ ეარი თორნფილდში, ედვარდ როჩესტერის სახლში, აღმზრდელად იწყებს მუშაობას. ბატონი ბევრს მოგზაურობს და იშვიათად არის თავის მამულში. დღეები გადის მშვიდად და მონოტონურად, მაგრამ ერთხელაც როჩესტერი ბრუნდება...
შეგახსენებთ, რომ 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით, თბილისის წიგნის საიუბილეო, 25-ე საერთაშორისო ფესტივალი „ექსპო ჯორჯიის“ სივრცეში გაიმართება. თქვენ გელით წიგნების მრავალფეროვანი არჩევანი, ფასდაკლებები, შეხვედრები ავტორებთან და წიგნის წარდგენები.
R