ბოშა - თავი 4 - Marao

ბოშა - თავი 4

2023-05-25 10:07:24+04:00

წინა თავი

საღამოს ამინდი შეიცვალა. ჯერ იყო და, ქარი ამოვარდა, მერე კი ისე მოიღრუბლა და დათბა, აშკარა იყო, იწვიმებდა. ეს არ მომეწონა. ქარი ნამდვილად არ მაწყობდა, წვიმა - მით უმეტეს. დინასთვის მინდოდა ლამაზი საღამო მეჩუქებინა. ნაწვიმარზე კი აგარაკზე ისე ატალახდება ხოლმე ეზო, იქ გავლა სიამოვნებას სწორედ ვერ მიანიჭებს ადამიანს. სამაგიეროდ, ერთ რამეში გამიმართლა: ლიზიკომ დამირეკა, მგონი წვიმას აპირებს, ამიტომ მეზარება კაზინოში გამოსვლა და პირდაპირ შინ წავალო. რომ იტყვიან, ტუზი დამეცა.

«დეზერტირებში» შევიარე, ხილი და თონის პური ვიყიდე. მერე მარკეტში შევედი და რაღაცები დავამატე სავახშმოდ. აბა, დინას იქიდან მშიერს ხომ არ გამოვუშვებ? ან ხომ შეიძლება, ისე მოეწონოს იქაურობა, რომ საერთოდ დარჩენის სურვილი გამოთქვას? ბოლოს და ბოლოს, ის ხომ მისი «სამსახურია»? როგორ შევპირდი, რამდენს მოგცემო? დამავიწყდა. თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს. დინას არ დაავიწყდებოდა და თუ ვერ გავიხსენებ მისაცემი თანხის რაოდენობას, თვითონ «დამეხმარება» მეხსიერების აღდგენაში. ასეთი რამეები ხუთიანზე იცის, არაფერი შეეშლება.

სანაპიროს რომ დავუყევი, წვიმა გვარიანად ასხამდა. აი, ეს პროცესი კი ძალიან მიყვარს. თავსხმა წვიმაში ზიხარ შენთვის მანქანაში, გრძნობ წვიმის წკაპუნს და მისრიალებ სველ ასფალტზე, თანაც სასურველ ქალთან მიგეჩქარება. კი მიმეჩქარება, მაგრამ მე ერთი რამ ვერ გავითვალისწინე - სად უნდა მენახა დინა? ნორმალური ადამიანი ახლა გარეთ არ დადგება. მას კი მუდმივი «სადგომი», უხეშად რომ ვთქვათ, არ გააჩნია. სად აფარებს ხოლმე თავს ასეთ ამინდში? ამაზე კი არ მიფიქრია. რა ვიცოდი, ასე თუ შეტრიალდებოდა ყველაფერი!

ბაზრობას მივუახლოვდი თუ არა, სვლა შევანელე. მაგნიტოფონიც კი გამოვრთე, თითქოს მისი ხმა დინას შემჩნევაში შემიშლიდა ხელს. კაციშვილი ახლომახლო არ ჭაჭანებდა. ის იყო, ვიფიქრე, შიგნით შევალ-მეთქი, რომ დავინახე - ცოტა მოშორებით, სადაც მხვდებოდა ხოლმე, იდგა იმ კოკისპირულ წვიმაში ნახევრად შიშველი და ჩემ გამოჩენას ელოდა. მისმა საქციელმა გამაოცა. წარმოიდგინე, რად უნდა უღირდე ადამიანს, ასეთ ამინდში თავით ფეხამდის გაილუმპოს? იფიქრა, აქ რომ ვერ მნახავს, ძებნას დამიწყებსო და გამიადვილა საქმე. ის კი არ იცის, ამით როგორ დამიმძიმა გული. ზედ ტროტუართან ისე მივაყენე მანქანა, პირდაპირ შეძლებოდა ჩაჯდომა, ზედმეტი ნაბიჯის გადადგმის გარეშე და კარი სწრაფად გამოვაღე.

- დროზე, დროზე, - შევძახე.

- სავსემ მოკრაია, ვსიო გავაფუჭებ, - თავი დახარა და სალონში შემოიხედა.

- დაჯექი, გოგო, რა დროს ეგეებია, - ახლა უკვე დავუცაცხანე.

უსიტყვოდ ჩაჯდა, კარი ნელა მოხურა და თითები მკლავებზე შემოიჭდო.

- გცივა? - ვკითხე და მანქანა დავძარი.

- ნეტ.

- აბა, რატომ იბუზები?

- იბუზები ეტა ჩტო? - შემომიბრუნა კითხვა.

- ჩტო და აი, ასე რომ აკეთებ, იმას ჰქვია იბუზები, - მობუზვის იმიტაცია გავაკეთე.

- პროსტა, ნეუდობნა, ვაბშე სველი ვარ, - კაბის კალთაზე დაიხედა ნირწამხდარმა.

- არა უშავს, ახლავე გაგაშრობ, - გათბობა ჩავრთე.

- ნე ნადა, კრასავჩიკ, ეტა არ მიშველის, - თავი გადააქნია.

- გიშველის, გიშველის, შენ მე ნუ მასწავლი.

- და ნე პამოჟეტ, ზნაიუ ია, - თავისას არ იშლიდა დინა.

- გოგო, შენ პირველი კი არა ხარ, სხვებიც გამშრალან ამ მანქანაში, - გავბრაზდი ბოლოს და… მივხვდი, რომ ვთქვი ის, რაც არ უნდა მეთქვა, მაგრამ გაქცეულ სიტყვას უკან ვეღარ დავაბრუნებდი.

შეცბუნებულმა ფრთხილად გავაპარე თვალი მისკენ. ჩემდა გასაოცრად, რეაგირება არ მოუხდენია ამ «ბრწყინვალე» ფრაზაზე. როგორც ჩანს, ვერ მიხვდა ან აზრს არ ჩაუკვირდა. ეს გამიხარდა.

7 7 7

ერთ საათში უკვე ადგილზე ვიყავით. წვიმამ გადაიღო, მაგრამ ეზო ისე იყო დატბორილი, იძულებული გავხდი, ზედ კიბესთან მიმეჩერებინა მანქანა. გადმოვედი და ჩემს «ვოლვოს» მეორე მხრიდან მოვუარე.

- ხელში უნდა აგიყვანო, სხვა გზა არ არის, - ვუთხარი დინას.

- კაკ სკაჟეშ, - მხრები აიჩეჩა მან და მკლავები გამომიშვირა.

ხელში მსუბუქად ავიტაცე და კარი ფეხით მივხურე. მთლად სველი იყო. სირბილით ავუყევი საფეხურებს. ქალით «დატვირთულმა», თანაც იმ სიბნელეში, ძლივს მოვარგე გასაღები საკეტს. როგორც იქნა, გავაღე. დინას ჩემი მკლავებიდან ჩამოხტომა არც უცდია, სანამ ოთახში არ შევედით. ახლა კი «იკადრა» ჩემი «გათავისუფლება».

- ხოლოდნა ზდეს, ცივა, - თქვა აკანკალებულმა.

- ახლავე გავათბობ აქაურობას, - ფანარი მოვიძიე ფანჯრის რაფაზე და კამოდის თავზე შემომდგარ შანდალს დავწვდი. მაგიდაზე გადმოვდგი, სანთლები ავანთე. საკმარისად განათდა ოთახი.

- ვა! - გაოცებით მიმოიხედა დინამ.

- რა იყო, მოგწონს? - კმაყოფილი ტონით ვკითხე.

- კრასივა, - მოწონებით დააქნია თავი.

- ახლა ბუხარსაც ავანთებ და მერე ნახე, როგორ გალამაზდება აქაურობა, - «შევპირდი» და დავფაცურდი.

წინასწარ გამზადებული შეშა ბუხარში საჭიროებისამებრ შევალაგე, ნავთი მოვასხი, ასანთს გავკარი და ცეცხლიც აბრიალდა. ბუხარი მალე აბუბუნდა. ოთახი კიდევ უფრო განათდა. ისეთი სიამოვნება დამეუფლა, საოცრად რომანტიკულ ხასიათზე დავდექი.

- დინა, ახლოს მოიწი, ცოტა გათბი, მე იქამდე ტანსაცმელს მოგიტან, - ვუთხარი და საძინებელში გავედი, სადაც ლიზიკოს ნივთები მეგულებოდა.

კარადა გამოვაღე, ფანარი მივანათე და ტანსაცმლის არჩევას საგულდაგულოდ შევუდექი. მეეჭვება, ლიზიკოს სამოსი წელწვრილ დინას ზუსტად მოერგოს, მაგრამ ახლა ამას ვინ ჩივის. მთავარია, გამოიცვალოს და მშრალი ჩაიცვას, თორემ თუ გაცივდა, «დამერხევა».

ოთახში შემობრუნებული წამით ადგილზე გავხევდი. დინა ზურგით ბუხართან დამდგარიყო, ხელები წელზე შემოეჭდო და თავჩაქინდრული იატაკს ჩასჩერებოდა. ისეთი ლამაზი სანახავი იყო, თვალი ვერ მოვაშორე. ბოლოს ნელა ასწია თავი და გამიღიმა.

- ბოლი რომ აგივიდა, თუ იცი? - სიცილით ვუთხარი.

მის ტანსაცმელს მართლა ასდიოდა ორთქლი, არ მომიტყუებია.

- პრავდა? - კაბაზე დაიხედა.

- ოჩენ პრავდა, - გამოვაჯავრე და ლიზიკოს ტანისამოსი მივაწოდე, - აჰა, ესენი ჩაიცვი. ცოტა დიდი გექნება, მაგრამ არა უშავს, სამაგიეროდ, აღარ შეგცივდება.

- ეს ვისია? - ცნობისმოყვარედ შემომხედა.

- სხვა ქალის, - ბოლომდე არ გავუშიფრე.

- ნუ ი შტო, სულერთია, - უდარდელად თქვა და დაკეცილი ტანსაცმელი გამომტაცა ხელიდან.

- მე ჩავალ, მანქანას დავკეტავ და საჭმელსაც ამოვიტან, - რატომღაც უხერხულობა ვიგრძენი. არადა, დინას გახდა-ჩაცმის პროცესზე სასიამოვნო საყურებელი რა უნდა ყოფილიყო!

- ტი ნე პამოჟეშ? - ზედ კართან დამეწია მისი შეკითხვა.

თითქოს ადგილს მივეყინე. ისე დავიბენი, არ ვიცოდი, რა მეპასუხა. თითქოს პირველად ვყოფილიყავი ქალთან მარტო. რამდენი წელია, მსგავსი არაფერი განმიცდია.

- ი ნე ნადა, ბეზ ტებია აბაიდუს, - ჯიბრიანად მითხრა.

- რა ვიცი, თუ აუცილებელია, აგერ ვარ, ბატონო, - ვთქვი და მოვტრიალდი.

- ნეტ, კრასავჩიკ, პროსტა პაშუტილა, - გამიღიმა და თავი ეშმაკურად გვერდზე გადახარა.

ნირწამხდარი ჩავედი ეზოში. ისევ წვიმდა. ცოტა ხანს შევყოვნდი, დინასთვის ჩაცმა რომ მეცლია. როცა ავბრუნდი, კარზე დაკაკუნება არც მიფიქრია, ისე შევედი ოთახში. ახლა სახით ბუხრისკენ დამდგარიყო წელზევით შიშველი და ლიზიკოს კოფთას ათვალიერებდა. გავშეშდი. ამის მოთმენა ნამდვილად ძნელი იყო. ძნელი იყო კი არა, არ შემეძლო. არ მახსოვს, ცელოფანის პარკები იატაკზე დავყარე თუ მაგიდაზე შემოვდე, ის კი მახსოვს, როგორ მივაჭერი ზურგიდან, როგორ მოვხვიე მკლავები და ჩავბღუჯე მისი მკვრივი, გათქვირული, ჯერ კიდევ «გაუკვალავი» მკერდი. უცებ ისეთი კივილი მორთო, შეძრწუნებული უკან გადავხტი.

- სვოლოჩ! უბირი რუკი! - ბოლო ხმაზე ყვიროდა.

- ვსიო, ვსიო, იზვინი, რა. მეტს აღარ ვიზამ. მაპატიე, მაპატიე. აჰა, აჰა, გავდივარ ოთახიდან და რომ დაწყნარდები, მერე შემოვალ, - დამფრთხალი ვეხვეწებოდი და ხელებაწეული უკან-უკან ვიხევდი კარისკენ.

სწრაფად გადაიცვა ზედატანი და სანამ გარეთ გავიდოდი, ცივად მომაძახა.

- ასტანსია, უჟე ვსიო!

ამოვისუნთქე. შუბლზე ხელი გადავისვი. მგონი ოფლმა დამასხა.

- მიხდება? - უცებ ღიმილმა გაუნათა სახე, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს, დოინჯი შემოიყარა და თეძოების გამომწვევი რხევით წინ დამიდგა.

მისი ასეთი საქციელით გაოგნებული ჯერ ვერ მივხვდი, რას ითხოვდა ჩემგან. როცა გავიაზრე, მერეღა შევათვალიერე. ლიზიკოს შორტებსა და თხელ კოფტაში იყო «ჩამძვრალი». კერტები «ურცხვად» იკვეთებოდა ნაქსოვ ზედატანში. სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა. ჩვეულებრივ გოგოს დაემსგავსა. ისეთს, თბილისის ნებისმიერ ქუჩაში რომ შეხვდები. ის პეწი აღარ ჰქონდა, როგორიც ბოშის ტანსაცმელში გამოწყობილს.

- ნუ შტო, არ მიხდება? - გამიმეორა.

- არა, არ მომწონს, - სიმართლე ვუთხარი.

- არც მე, თანაც ბალშოი რაზმერ. ის ქალი რა, ნასტაიაშჩაია კაროვა? - ჯავრი იყარა ლიზიკოზე.

- არ გინდა, ასე ნუ ლაპარაკობ. ყველა შენნაირი პატარა ხომ არ იქნება. ის მაღალია და ცოტა მოსული.

- «მოსული» ეტა ჩტო?

- როგორ გითხრა, შენზე ცოტათი მსუქანია.

- ზდაროვაია, და?

- აჰა.

- ჩემზე ლამაზია? - ხმას დაუწია და თვალი ამარიდა.

- …

- სკაჟი, არ მეწყინება.

- შენ სხვანაირად ხარ ლამაზი, ის - სხვანაირად.

- ვერ გავიგე.

- ის ჩემი ცოლია, გესმის? ამიტომ ლამაზიც არის და კარგი ხასიათის ადამიანიც, - დავიწყე ახსნა.

- პრა მენია ზნაეტ?

- არა.

- პაჩემუ?

- რა უნდა იცოდეს, რო? - შევუტრიალე კითხვა.

მსწრაფლ ასწია თავი და მზერა გამისწორა.

- რა-ა? რა და ვსიო.

- რა ვსიო, აბა, მითხარი, - არ მოვეშვი.

- ჩტო ტი… ჩტო ტი… - ვერ გაბედა თქმა.

- გისმენ, დინა.

- ჩტო ტი… სამსახური მიშოვე, - იპოვა საჭირო სიტყვები, როგორც იქნა.

- სულ ესაა? - გამეცინა.

- დინამ მეტი არ იცის.

ეშმაკი ქალი. უნდა, რომ მე მათქმევინოს. ხმაც არ ამომიღია. აღარ გავაგრძელე ამ თემაზე საუბარი და სულ სხვა რამით «დავინტერესდი».

- მე მომშივდა. შენ?

- ?

- არა?

- რა ვიცი.

- მოდი, რა, ვჭამოთ. ცოტა დავლიოთ კიდეც. მერე შენი სამსახურებრივი მოვალეობაც შეასრულე და მერე…

- ჩტო მერე?

- დანარჩენი მერე ვნახოთ. ახლა კი შენ დაჯექი და მე სუფრას გავშლი.

უსიტყვოდ დაჯდა. ახლაღა შევამჩნიე იატაკზე დაგდებული ჩემი სანოვაგით სავსე პარკები. აი, სანამდე მივყავართ ქალებს. გამეცინა.

რამდენიმე წუთში ყველაფერი მზად იყო. დინა თვალს არ მაშორებდა. რატომღაც მოიწყინა. როცა ყველაფერი დავამთავრე, მოხერხებულად მივუჯექი მაგიდას და შამპანური ხმაურით გავხსენი.

- ხომ დალევ? - გავუღიმე.

- კანეშნა.

- რატომ მოიწყინე, ჩემი ხომ არ გეშინია?

არ მიპასუხა, მხოლოდ სევდიანად შემომხედა.

- რა იყო, დინა? მართლა გეშინია?

- მერაბ, ზნაეშ, ჩტო? - ხმამაღლა დაიწყო უცებ.

- ჩტო?

- ტაგდა ია სპეციალნა არ ჩავიცვი.

- როდის? - ვერ მივხვდი, რას ამბობდა.

- კაგდა ტი ვაშიოლ.

გაოცება ალბათ აშკარად შემეტყო სახეზე.

- მართალს მეუბნები? - საკუთარ ყურებს არ დავუჯერე.

თავი მორცხვად დამიქნია.

- აბა, რა გაკივლებდა, შე ქალო? - კინაღამ გავბრაზდი.

- და ტაკ, პრივიჩკა.

- გაგაპრივიჩკებ მე შენ, მაცალე ცოტა ხანი, დავლიო ერთი-ორი ჭიქა, - «დავემუქრე» და სასმელი ჭიქებში ჩამოვასხი.

- შენ გაგიმარჯოს, პატარა ეშმაკო ბოშა ქალო, - ავწიე სასმისი.

- ზა ტებია, - თქვა.

- მე რა შუაში ვარ, შენი სადღეგრძელოა.

- ტაგდა ზა ნას, - მაინც არ დამითმო და მომიჭახუნა.

მოვსვი. მოსვა. მერე ბოლომდე დავლიე, დინამაც.

- დააყოლე რამე. რა მოგაწოდო? - გამოვიჩინე ყურადღება.

- არა მშია.

- შოკოლადი მაინც აიღე.

- ნე ლუბიტ დინა შოკოლადი.

- შენ მე მართლა გამაგიჟებ. ერთი რამეზე გეთქვა, მიყვარსო, ყველაფერზე «ნე ლუბიტს» რომ გაიძახი. მითხარი, რა გიყვარს და გაუჩენელს გავაჩენ.

თავი დახარა და თეფშს დაუწყო წვალება.

- ჰე ახლა, თქვი რამე. მართლა არაფერი გიყვარს?

- ლუბლუ, - თქვა და ოხვრაც ამოაყოლა.

- ახლა არ მითხრა, მანდარინი მიყვარსო და არ გადამრიო. ამ გაგანია სექტემბერში მაგას ნამდვილად ვერ გიშოვი, - გავასავსავე ხელები.

- ნეტ, ნეტ, - ისე სევდიანად თქვა, გული მომიკვდა.

- აბა, რა გიყვარს, ჩემო ლამაზო, მითხარი?

- ტებია ლუბლუ, კრასავჩიკ, ზნაეშ, ტებია.

ამას ჰქვია, პირკატა მეცაო. არა, რომ ვუყვარდი, მეც ვატყობდი, მაგრამ ასე «უსირცხვილოდ» თუ «მომახლიდა» პირში, რას ვიფიქრებდი? მეტიც არ მინდოდა, მაშინვე წამოვდექი და მისკენ გავიწიე.

- არა! სიდი! ნე ნადა! - შეჰყვირა უცებ, - პრაშუ ტებია, ცოტა მაცალე. ტოლკა ნე სევოდნია. მნე პლოხა, ლამაზო, ოჩენ პლოხა.

- დინა…

- ნიჩევო ნე გავარი. ვითომ არაფერი გითხარი. მოჟეშ? - ისეთი მუდარით სავსე გამომეტყველებით მიყურებდა, მთლად რომ დაქცეულიყო ქვეყანა, ხელს როგორ დავაკარებდი.

- მაშინ ჭამე რამე, - ვიპოვე გამოსავალი.

- ნე მაგუ. როცა ვნერვიულობ, ჭამა არ ვიცი, - ამიხსნა თავისებური ქართულით.

- ჩემი ხათრით?

- ხარაშო. აი, მსხალი პაპრობუიუ.

დავასწარი, სანამ აიღებდა და დავუჭერი. უგემურად ჩაკბიჩა. მეც «წამიხდა» მადა. ისეთი რაღაც მითხრა ამ გოგომ, ახლა ლუკმა გადამივა ყელში? არადა, როგორ მშიოდა! «საღამოს გეგმები» ისედაც გაურკვეველი იყო, ახლა მთლად «ბურუსით მოცულს» დაემსგავსა. როგორ უნდა მოვიქცე? რა მოხდება ცოტა ხანში? აქ დარჩენა შევთავაზო და მეც დავრჩე? მერე? ასე უცებ… ამას როგორ ვიფიქრებდი… მაგრამ ამაღამ შინ რომ არ მივალ, ლიზიკოს რა ვუთხრა? მობილური კი მაქვს გამორთული, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა ჩავრთო? ლიზიკოს შიშით გვიან ნიკუშაც გამორთავს თავისას, რეკვით არ შემაწუხოსო. მესიჯი ხომ არ გავუგზავნო, სანამ გვიან არ არის? ალბათ, ასე აჯობებს.

კვლავ მომიწია დაბლა ჩასვლა, რადგან მობილური მანქანაში მქონდა დატოვებული. ნიკუშასთან სასწრაფოდ «ვაფრინე» ცნობა: «ღამე შეიძლება შინ არ მივიდე. თუ ძმა ხარ, მოიფიქრე რამე. ზუსტად ერთ საათში მეცოდინება და დაგირეკავ. ტელეფონი არ გამორთო». პასუხს დაველოდე. დიდხანს არ დაუყოვნებია. «ღირს მაინც იმ მახეში გაბმა, ჯიგარო? ახლა მე და შენ მცხეთაში ვართ ვითომ. ასე რომ, თუ მობრუნდები, ჩემთან მოგიწევს ღამის გათევა. გაღვიძების არ მოგერიდოს. აბა, ჰე, აბა, ჰო. ტკბილ დაწოლასა და უძილო ღამეს გისურვებ, მეგობარო». აი, როგორ მოუგვარებია ყველაფერი. ასეთი ნიკუშა ერთი ათი მაინც უნდა გყავდეს ადამიანს. ახლა მთავარია, დინა რას მოიმოქმედებს.

* * *

გახარებულმა პატარა ბიჭივით ავირბინე კიბეზე. დინა ისევ ისე იჯდა, გაუნძრევლად და მელოდა.

- ვ ჩომ დელა? - ჩუმად მკითხა.

- დელა ვ შამპანსკოე, - მხიარულად შევძახე, ჭიქები კიდევ ერთხელ შევავსე და ერთი დინას გავუწოდე.

- გინდა, ერთი რამე გითხრა? - ფეხზე დამდგარმა ვკითხე.

- სკაჟი.

- ია პლახოი ჩელავეკ, - დავიწყე.

- ნი გავარი ტაკ. საჭირო არაა.

- არა, სწორედ რომ საჭიროა. შენ ძალიან კარგი გოგო ხარ, მე კი გიყენებ. იცი შენ? ამას მხოლოდ არაკაცი თუ გააკეთებს, - არ ვიცი, რა დამემართა, მაგრამ რატომღაც, დინასთვის გულის გადაშლა მომინდა.

- დინა ნე ზნაეტ, შენ რა ჩაიფიქრე, ნო ზნაიუ, ჩტო ია ნუჟნა ტებე. ამიტომ ია ვსიო სდელაიუ, რაც გინდა.

- შენ არ იცი, მე რა მინდა.

- ეტა ნე იმეეტ ზნაჩენიე. გაჩუმდი, პრაშუ.

გავჩუმდი. ისე, ჯობდა, ყველაფერი სცოდნოდა, თორემ მერე მეტი პრობლემა შემექმნება.

- დავაი, დავლიოთ.

- მაშინ შენ თქვი.

- ია ნე უმეიუ.

- სულერთია, რაღაც თქვი.

- ჩემი სამსახური გაუმარჯოს. უდაჩი შენც და მეც.

მწარედ ჩამეცინა. არავინ იცის, ამ ქალს ცხოვრებას ვუფუჭებ თუ ვუუმჯობესებ. კარგი, დავუშვათ, მიმიცია ბევრი ფული, დამიკმაყოფილებია მისი სურვილები, შემისრულებია მისი ყველა თხოვნა. რა მერე? ბავშვს რომ გააჩენს და წავართმევ, მაპატიებს? არ ვიცი, არ ვიცი, რა მოხდება ან რა იქნება. ხომ შეიძლება, მართლა ისე ვუყვარდე, რომ ჩემი გულისთვის ყველაფერი გააკეთოს? შეძლებით ყველაფერი შეიძლება. ახლა კი მეყოფა წინასწარ თავის მტვრევა, ჯობს, სადღეგრძელო დავლიო.

- აბა, შენს ნათქვამს გაუმარჯოს. ჩვენი საქმისა იყოს, - ვთქვი და დავლიე.

- რა უნდა გავაკეთოთ? - იკითხა უცებ.

- ამას დრო გვიჩვენებს, - ყოყმანით ვთქვი.

- ნეტ. სეიჩას ჩტო ბუდიმ დელატ?

- რასაც შენ იტყვი, - აშკარად დავიბენი.

- პაედემ ილი ასტანემსია?

- შენ როგორ გინდა, დინა? როგორც ინებებ, ისე იქნება. კლიანუს.

- დინა ეშინია.

- რისი?

- ნე ზნაიუ. პროსტა, ბაიუს ი ვსიო.

- ტაგდა რეშაი სამა, მაგრამ ჯერ დალიე ბოლომდე.

დალია. სახე დაეჭყანა, ეტყობა, ემჟავა სასმელი.

- ახლა ეს მსხალიც მიაყოლე, თორემ დათვრები და მე მეტი კი არ მინდა. აქვე მიგაწვენ და მიყარე მერე კაკალი, - ყასიდად გავექაჩე.

- ა-ნუ-კა, პაპრობუი, - გამომიწვია.

- ახლავე, დიკარკა, შენ გგონია, აწი შენი კივილით შემაშინებ? - ჭიქას ხელი ვუშვი და მაგიდას შემოვუარე.

ადგილიდან არ დაძრულა, თვალები დააკვესა მხოლოდ. მხრებში ჩავავლე ხელი. მოვუჭირე. წინააღმდეგობა არ გაუწევია. თვალები მილულა. ჩემკენ მოვიზიდე, ვგრძნობდი, როგორ ვკანკალებდი ერთიანად. დამყვა. მკერდზე მივიკარი და მკლავები მოვხვიე. კატასავით დაიკრუტუნა და მთელი სხეულით მოეშვა.

დავიჯერო, ასე ადვილად, პირველსავე შეხვედრაზე დამნებდება? ისე, გამიგია, ბოშა ქალებმა ისეთი საოცარი სიყვარული იციან, ყველაფერზე უყოყმანოდ წავლენო…

და… ასეც მოხდა. ჩემდა გასაოცრად, ისეთი «განსწავლული» აღმოჩნდა მოფერების «დარგში», ნებისმიერ ქალს შეშურდებოდა. კიდევ უფრო გაოცებული დავრჩი, როცა ლოგინში გადავინაცვლეთ… ჯერ ერთი, რომ ზღაპრული სექსი «გამოგვივიდა». ასეთი არასდროს არაფერი მახსოვს, მაგრამ… ალბათ, თქვენ ჩემზე მეტად გაგიკვირდებათ, რასაც ახლა გაიგებთ: დინა ქალიშვილი არ აღმოჩნდა… ვერ გეტყვით, რა განცდა დამეუფლა. გაოგნებული უფრო დავრჩი, ვიდრე განხიბლული. არ მეგონა, ასე თუ იქნებოდა. ისეთი უკარებას შთაბეჭდილებას ტოვებდა გაცნობის დღიდანვე, რას ვიფიქრებდი… თუმცა, ეს მდგომარეობა უფრო მიადვილებდა ჩემი გეგმების განხორციელებას. ასე ვთქვათ, მის «ცოდვაში ფეხის ჩადგმა» არ მიწევდა. ახლა ცნობისმოყვარეობა უფრო მკლავდა. როდის, როგორ, რატომ? რა იმალებოდა ამ იდუმალი ქალის უკან? იყო კი ბოშა სინამდვილეში? არა, გარეგნობით ძალიან ჰგავდა ბოშას, მაგრამ… იქნებ ვცდები რამეში?

არც ერთი ხმას არ ვიღებდით, დუმილი კარგა ხანს გაგრძელდა.

- კრასავჩიკ, სკაჟი რამე, - მითხრა ბოლოს.

- რა ვთქვა?

- რამე.

- აბა, რა გითხრა… ცოტა არ იყოს, რაღაცები გამიკვირდა, - დავიწყე შეფარვით.

- ნაპრიმერ?

- მეგონა…

- ჩტო გეგონა? - რა გაიძვერაა, ვითომ ვერ ხვდება, რას ვეკითხები.

- ჩტო და - ქალიშვილი მეგონე, შე ოხერო და ამის გამო გული მეთანაღრებოდა.

- მეთანაღ… კაკ სკაზალ? ეს რას ნიშნავს?

- აი, თავს ვიკავებდი, მეცოდებოდი.

- ზა ჩტო?

- ზა ტო.

- ლადნა, ლადნა. ხომ ხედავ, მე უჟე ჟენშჩინა, თანაც კლასნაია ჟენშჩინა ვარ.

- ჰოდა, სწორედ ეგ მაინტერესებს. როგორ მოხდა ეს ყველაფერი, იქნებ ამიხსნა?

- ნე ბოისია. ჩისტაია ია. არაფერი დაგემართება.

- მაგას არ ვგულისხმობ.

- ტაგდა ვოტ, ჩტო სკაჟუ. დინას ადრე ქმარი ჰყავდა.

- როდის ადრე!

- როცა თხუთმეტი წლის ბილა.

- და სად ხდებოდა ეგ ამბავი?

- ტამ, დალეკო, დალეკო.

- მოლდოვაში?

- პრავილნა.

- მერე? მერე რა მოხდა?

- ასტავილა ევო.

- რატომ?

- დინას სცემდნენ.

- გცემდნენ? კი მაგრამ, რატომ, რას გერჩოდა?

- ნემნოჟკა გიჟი იყო.

- ვერ გავიგე.

- ოჩენ რევნივი ბილ.

- აჰა. ვერ გაამტყუნებ. დალშე?

- დალშე მივატოვე.

- რა ნაწყვეტ-ნაწყვეტ მიყვები. თქვი რა, ბოლომდე.

- პატომ უბილი. მოი ატეც უბილ. ახლაც ციხეშია.

- მამაშენი?

- და. მე კი სუდა ატპრავილი.

- აქ გყავს ვინმე ნათესავი ან ახლობელი?

- დედაჩემს ჰყავს პადრუგა.

- ისიც ბოშაა?

- რაზუმეეტსია.

- მერე? ამაღამ არ მოგიკითხავს?

- ანა ვსიო ზნაეტ.

- რა ზნაეტ?

- შენი ყველაფერი იცის.

- ჩემ გარდა სხვა კაცი გყოლია?

- ტი ჩტო, გაგიჟდი?

- რა, არ შეიძლებოდა გყოლოდა?

- ნეტ.

- რატომ?

- ნენავიჟუ იხ.

- აბა, ჩემში რა ნახე ასეთი?

- ტი დრუგოი. კაცები ტოლკა სექს ხატელი, როცა მხედავდნენ.

- მე არა? - გულიანად გამეცინა.

- შენ სხვანაირად გააკეთე.

- როგორ სხვანაირად?

- როგორც ნასტაიაშჩი მუჟჩინა. სრაზუ არ გინდოდა დინა.

- კაი ბიჭი ვყოფილვარ.

- ოჩენ. ტი ზასლუჟილ.

- რა ზასლუჟილ? - გამეღიმა.

- მე, - მხიარულად თქვა და შიშველ მკერდზე ხელი დაიტყაპუნა.

- კი მაგრამ, გათხოვილი თუ იყავი, ასე ქალიშვილივით მკერდი როგორ გაქვს?

- ეტა დავნო ბილა. თანაც ტრი მესიაცა მყავდა ქმარი.

- მეტი არა?

- ნეტ.

- ქართული ვინ გასწავლა?

- სამა.

- დიდი ხანია, თბილისში ცხოვრობ?

- ჩეტირე გოდა.

- იქამდე სად იყავი?

- ვ ბატუმი.

- აქ როგორ მოხვდი?

- ვანდამ მომიყვანა.

- ვანდა ვიღაა?

- დედაჩემის პადრუგა.

- ესე იგი, ჯერ ბათუმში ჩახვედი და მერე წამოხვედი თბილისში?

- ტოჩნა.

- რატომ, ბათუმში არ მოგეწონა?

- ვანდას არ მოეწონა.

- და აქედანაც აპირებ წასვლას, არა?

- და.

- რატომ, აქაც არ მოსწონს ვანდას?

- ნეტ. ია ხაჩუ დამოი.

- თქვენ ხომ მომთაბარე ცხოვრებას ეწევით. შენი მშობლები ამდენი წელი როგორ ცხოვრობენ მოლდოვაში?

- ანი ტამ რადილის. სახლი გვაქვს ტამ.

- შვილი არ გყავს?

- ნეტ.

- არც გინდა?

- ნე ზნაიუ. ა ზაჩემ?

- რა ვიცი. გამოაკრავდი ბოხჩაში და ზურგზე მოიკიდებდი, - ამის წარმოდგენაზე უსიამოვნოდ დამიარა ტანში. ჩემი შვილი წარმოვიდგინე დინას ზურგზე მოკიდებული.

- ნე ლუბლუ დეტეი.

- მოკლედ, შენ არავინ და არაფერი გიყვარს, როგორც ვხედავ, არა? თუმცა, მე ხომ გიყვარვარ. ჰა? ხომ არ მომატყუე წეღან?

- ეტა პრავდა.

- მერე? შენი ტომის ქალს არ ეკრძალება ჩემი «ტომის» მამაკაცის შეყვარება?

- ეტა ნიკტო ნე ზნაეტ.

- ვანდამ ხომ იცის? - ისევ გამეცინა.

- ვანდა ნე ვსჩოტე. ჩვენიანია.

- კიდევ რას მომიყვები შენზე?

- ბოლშე ნიჩივო. მორჩა. ისედაც მნოგა სკაზალა.

- ესე იგი, ბავშვები არ გიყვარს, მაგრამ სამაგიეროდ, მერაბი გიყვარს. ასეა?

- ასეა.

- მაშინ მე რომ გთხოვო, შვილს გამიჩენ?

- ეტა ზაჩემ?

- იცი შენ, ზაჩემაც.

- …

- ვერ გავიგე? ცოტა ხმამაღლა თქვი.

- ნე ზნაიუ. შენ ცოლი გყავს.

- ეს რა შუაშია.

- იმან გააჩინოს.

- იმას არ შეუძლია.

- ტაგდა რად გინდა ტაკაია ცოლი?

- რა ვიცი. კარგი ქალია. თანაც, რადგან ბავშვი არ უჩნდება, ამიტომ ხომ არ გავაგდებ? ყველას აქვს რაღაც ნაკლი.

- ატკუდა ზნაეშ, ჩტო არ უჩნდება?

- ექიმმა თქვა.

- და ვრუტ ანი! - იყვირა უცებ.

- შენ რა იცი?

- ზნაიუ.

- კარტმა გითხრა?

- ნეტ. ყველა ქალს შეუძლია ბავშვი. ესლი ხოჩეტ.

- აბა, რა გითხრა … მე ქალი არასდროს ვყოფილვარ.

- ა დალშე ჩტო?

- როდის დალშე?

- კაგდა რებიონოკ ბუდეტ.

- შენ რომ გააჩენ, იმ «რებიონოკზე» მეკითხები? - ღიმილი ვერ შევიკავე.

- და.

- მე უნდა მაჩუქო.

- ეტა კაკ? - გაოცებულმა წამოიწია, იდაყვს დაეყრდნო და სიბნელეში ვიგრძენი, როგორ დამაშტერდა.

- და ტაკ, ჩვეულებრივად.

- ა კაკ ჟე ია? - ისე საწყალობლად გამოუვიდა, გული ამიჩუყდა.

- შენ ფულს მოგცემ და წახვალ შენს მოლდოვაში.

თავი კვლავ ბალიშზე დადო. სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ მისი სუნთქვა მესმოდა.

- დინა! - წყნარად დავუძახე.

- ჩტო?

- რატომ გაჩუმდი, არ მოგეწონა ჩემი წინადადება?

- ნეტ.

- მაშინ შენც დარჩი და გაზარდე შენ თვითონ, - ჩემდა უნებურად წამომცდა. ასე სულაც არ ვფიქრობდი.

- შენ ყველა ქალს ტაკ ეუბნები?

- რომელ ყველა ქალს?

- ვ ტვაეი მაშინე რო შრებიან, - მომახალა.

ესეც შენ! სად დამიხვდა ჩემი დაუდევრად ნათქვამი სიტყვა. მე კი მეგონა, მაშინ ამისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია-მეთქი.

- მე ის ქალები არ მყვარებია. უბრალოდ, ვერთობოდი. თანაც, იმ დროს უცოლო ვიყავი.

- სამნოი ტოჟე?

- შენ როგორ ფიქრობ? - შევუბრუნე კითხვა.

- ხოჩეშ პრავდუ?

- ხაჩუ, თანაც ძალიან.

- ტი პალიუბიშ მენია. პატომ ტრუდნა ბუდეტ.

- დარჩი თბილისში და არ იქნება «ტრუდნა».

- ნე მაგუ.

- რატომ?

- ვა პერვიხ, რადიტელი ჟდუტ მენია, მეორეც… აქ სად ვიცხოვრო?

- ბინას გიქირავებ, - კვლავ გამექცა ენა.

- ნე ვიიდეტ.

- აბა, მე ცოდო არა ვარ? თავს რომ შემაყვარებ და მერე გამექცევი, არ შეგეცოდები?

- ზატო შენ ონ ასტანეტსია.

- ვი-ინ?

- რებიონოკ.

სითბომ დამიარა სხეულში. მისკენ შევტრიალდი, თავქვეშ მკლავი ამოვდე და ჩავიხუტე.

- რა საყვარელი ხარ, რომ იცოდე, - ჩურჩულით ვუთხარი და ვაკოცე.

გაიტრუნა, მაგრამ კოცნაზე კოცნით არ მიპასუხა.

- მემდური?

- ნეტ.

- აბა, რატომ არ მეფერები?

- დუმაიუ.

- მეც მითხარი, აბა, რაზე ფიქრობ.

- ვ მესტე პაედემ.

- სად, გოგო, მოლდოვაში?

- და.

- გაგიჟდი! აქ ამხელა ქონების პატრონი ვარ, იქ რა უნდა გავაკეთო! - შევიცხადე.

- პრადაი ვსიო და პაედემ.

- არ გამოვა მაგ საქმე, ჩემო დინაჩკა, ნე ვიიდეტ.

- ესლი ზახოჩეშ, ვსიო ვიიდეტ.

- მოდი, ნუღარ ვილაპარაკებთ ამაზე, კარგი? აჯობებს, სხვა რამით დავკავდეთ. არა გაქვს სურვილი, მაკოცო?

მაკოცა. მხურვალე ტუჩები ჰქონდა. მისი ცხელი სუნთქვა ყელზე მელამუნებოდა. ენით აუწერელ სიამოვნებას განვიცდიდი. როგორ მინდოდა, ეს წუთები არასდროს დასრულებულიყო. წუთები კი არა, ეს ღამე მინდოდა უსასრულო ყოფილიყო. მოვფერებოდი დინას, ამ ულამაზეს ქმნილებას, მეკოცნა გაუთავებლად და მასაც ენებივრა ჩემს მკლავებში. ხარბად შევისუნთქე მისი სურნელი და «მადაზე მოსული» ისევ წავეტანე, კვლავ ვნების მორევში გადავეშვი. რა კარგი სიტყვები გვაქვს ქართველებს. სხვანაირად როგორ შეიძლება ახსნა ადამიანმა, რას განიცდის მამაკაცი სასურველი ქალის გვერდით ლოგინში? თანაც პირველად? თანაც შენზე უსაზღვროდ შეყვარებულ ქალთან? მისი სიახლოვე ყველა პრობლემას მავიწყებდა. რაც მეტს მეფერებოდა, მით უფრო ვგრძნობდი, რომ ეს არ იყო მხოლოდ მოწონება ან ჟინი, დაგეკმაყოფილებინა ვნება. ეს უფრო მეტი იყო, ეს უკვე სიყვარული იყო. მივხვდი, რომ ჩემშიც იწყებოდა რაღაც შეუცნობელი, მაცდუნებელი, აზარტული, უფრო მეტიც, შეუძლებელიც. ამ ცდუნებას ვერა კაცი ვერ გაუძლებდა. დინას გვერდით ყოფნა კაზინოზე უფრო აზარტული იყო, ფულზე მეტად მაცდუნებელი, ცოლზე უფრო საშიში და ბერმუდის სამკუთხედზე მეტად იდუმალი. სახიფათო პარტია წამოვიწყე ორ უძლიერეს «პარტნიორთან» ერთად. ამას ჰქვია ორ ცეცხლს შუა ყოფნა. ორი ცეცხლი ორი განსხვავებული ქალის სახით. რომ იტყვიან, ჩიტივით მახეში გავები.

გაგრძელება იქნება