გიორგი ვარდოსანიძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი ტელესახე და მსახიობია. ამჯერად გიორგი საავტორო პოდკასტის წამყვანია და ყოველკვირეულად სხვადასხვა ცნობილ სახეს მასპინძლობს.
ცოტა ხნის წინ კი ის მამა გახდა. გიორგი ვარდოსანიძესა და მარიამ უშვერიძეს პირველი შვილი შეეძინათ, რომელსაც ადამი დაარქვეს. მამობისა და ახალი გამოცდილების შესახებ მან ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში ისაუბრა:
„ადამი რომ გაჩნდა, კორიდორში დავრბოდი. ტირილი რომ გავიგე, ყველაზე უცნაური იყო. შემეშინდა. როგორც კი მითხრეს, რომ მშვიდობა იყო და გულზე უნდა დამეწვინა, მერე მეც ვიტირე. ამას ვერ აღვწერ. პირველად ვიგრძენი, რომ ჩემს თავში ყველაფერი გაითიშა, ვაკუუმის შეგრძნება მქონდა. პირველი ერთი კვირა ისე ვიყავი, ხელი როგორ მოვკიდო, არ ვატკინო-მეთქი.
რომ შევხედე, ძალიან სასაცილო იყო. ჯერ ცხვირი გამოვიდა, იმხელა ცხვირი ჰქონდა – ეგ ჩემი გამოჰყვა. რომ გავიგე, კარგად იყო, მერე მარიამზე გავარკვიე მისი მდგომარეობა და ყველაფერი რომ კარგად დამთავრდა, ძალიან ემოციური იყო“, – ამბობს ვარდოსანიძე.