ევგენიძეების ოჯახს საზოგადოება უკვე წლებია, კარგად იცნობს. დათო ევგენიძემ მუსიკალური კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო და დღემდე იღებს მონაწილეობას სხვადასხვა პროექტში. მაყურებლისთვის საყვარელი ტელესახეა მისი ქალიშვილი ლიკა ევგენიძეც, რომელიც უმშვენიერესი ქართველი მსახიობის, კირა ანდრონიკაშვილის შვილიშვილია.
ლიკას გოგონა, ანასოფია, დედისა და ბებიების მსგავსად, განსაკუთრებული გარეგნობით გამოირჩევა და ხშირად აღნიშნავენ, რომ ძალიან ჰგავს კირას. ამჯერად დათო ევგენიძე სოციალურ ქსელში დაბადების დღეს სწორედ ანასოფიას ულოცავს და წერს, რომ მას 13 წელი შეუსრულდა: "დღეს ჩემი ანგელოზის, ჩემი შვილიშვილის, ანასოფიას დაბადების დღეა" - წერს ის.