30 ოპერაცია უბედური შემთხვევის გამო, დრამატული ოჯახური ცხოვრება დიეგო რივერასთან - როგორ ასახა ფრიდა კალომ თავისი ტკივილი ხელოვნებაში - Marao

30 ოპერაცია უბედური შემთხვევის გამო, დრამატული ოჯახური ცხოვრება დიეგო რივერასთან - როგორ ასახა ფრიდა კალომ თავისი ტკივილი ხელოვნებაში

2023-05-27 13:02:52+04:00

ფრიდა კალომ შექმნა არანაკლებ გამორჩეული და ცნობადი სტილი საკუთარი თავისთვის და ნამუშევრებისთვის. ცხოვრებიდან  გამომდინარე, მას სათქმელი ყოველთვის ჰქონდა.

30 ოპერაცია უბედური შემთხვევის გამო, დრამატული ოჯახური ცხოვრება დიეგო რივერასთან - მან ეს ყველაფერი ხელოვნებად აქცია.

ჰენრი ფორდის საავადმყოფო, 1932 წ

18 წლის ასაკში ფრიდა კალო სასწაულებრივად გადაურჩა საზარელ ავარიას, მიიღო მრავალი მოტეხილობა, ხერხემლისა და შინაგანი ორგანოების დაზიანებები. გოგონა გადაარჩინეს, მაგრამ კატასტროფის შედეგები მას მთელი ცხოვრება აწუხებდა. რივერასთან ქორწინების დროს  ფრიდა დაორსულდა, 1932 წელს, დეტროიტში, მუცელი მოეშალა.ნახატი „ჰენრი ფორდის საავადმყოფო“ ამ ტრაგედიას აღწერს. სისხლში მწოლიარე შიშველი ქალის ირგვლივ არის საგნები, რომლებიც აღწერს მის სამყაროს და გამოცდილებას: დრო ლოკოკინასავით ნელა ცოცავს საავადმყოფოში; გაცვეთილი ორქიდეა - ქალის სექსუალობის ალეგორია; ავარიის დროს მენჯის ძვლები დაიმსხვრა, რის გამოც მისმა ორგანიზმმა ფეხმძიმობა ვერ აიტანა; ცივი, უხეში ინსტრუმენტი, რომელიც სამედიცინო პროცედურების სიმბოლოა.

"გატეხილი სვეტი", 1944 წ

კალოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი გასაგებია იმ მაყურებლისთვისაც კი, რომელიც არ იცნობს მხატვრის ბიოგრაფიას: ხერხემლის ნაცვლად ნაპრალებიანი სვეტი და კანში ჩაღრმავებული ლურსმნები ტკივილის ძლიერი მეტაფორაა. მიუხედავად ამისა, ფრიდა თავდაჯერებულად უყურებს მაყურებლის თვალებში, ავლენს გამძლეობას.

"ავტოპორტრეტი მაიმუნთან", 1945 წ

ღვთაების ფიგურა, მაიმუნი და შოლოიცკუინტლის ჯიშის ძაღლი - ისინი თითქოს იცავენ მხატვარს. ცნობილია, რომ ფრიდას გარდერობში ბევრი ნაციონალური მექსიკური კოსტიუმი იყო, რაც მან პიროვნული სტილის მთავარ მახასიათებლად აქცია. იმ წლებში პოპულარული შოლოიცკუინტლის ძაღლი ასევე იყო "ნამდვილი" მექსიკის ერთგვარი ნიშანი ძველ დროში. აცტეკები ამ ცხოველებს წმინდად თვლიდნენ.