ანიტა ეკბერგი 1960 წელს ფედერიკო ფელინის ფილმით "La Dolce Vita" აქამდე არნახული სილამაზისა და სექსუალურობის სიმბოლოდ იქცა. ანიტა, რომელიც საზოგადოებამ დაუმსახურებლად მიივიწყა, 2015 წელს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცხოვრების ბოლო წლებში ანიტა ეკბერგი ხალხში თითქმის არასდროს გადიოდა. მისი ბოლო გამოჩენა 2012 წელს რომის კინოფესტივალს უკავშირდება, სადაც "La Dolce Vita"-ს ახალი ვერსიის პრემიერა გაიმართა.
2011 წელს ცნობილი გახდა, რომ ანიტა სრულიად უსახსროდ იყო დარჩენილი, არ ჰყავდა ოჯახი, ვინმე, ვინც მასზე იზრუნებდა და მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა, თუმცა მისი ცხოვრება ყოველთვის სევდიანი არ ყოფილა.
ანიტა ეკბერგის სცენა ფილმში La Dolce Vita, სადაც ის უმშვენიერესი კაბით ჩადის შადრევანში, საკუთარი ადგილი კინოსამყაროში დიდი ხანია, დაიმკვიდრა. ეკბერგის მიერ შესრულებული როლების უმეტესობა ხაზს უსვამდა მის გარეგნობას, სახესა და ფიგურას. ამ ტენდენციით, ის მალევე იქცა სექს-სიმბოლოდ. ათწლეულების შემდეგ Entertainment Weekly-სთან ინტერვიუში მან აღნიშნა: „როდესაც ლამაზად იბადები, ეს გეხმარება წარმატების მიღწევაში მაგრამ მოგვიანებით დიდ ტვირთად იქცევა“.

კერსტინი ანიტა მარიან ეკბერგი დაიბადა 1931 წლის 29 სექტემბერს მალმოში, შვედეთში და იყო ნავსადგურის ოსტატის რვა შვილიდან ერთ-ერთი.
მოზარდობისას ის მოდელობას ეწეოდა და მოგვიანებით "მის შვედეთად" დასახელდა, გაემგზავრა შეერთებულ შტატებში, როგორც სპეციალური სტუმარი "მის ამერიკის" კონკურსზე ატლანტიკ სიტიში. მან ვერ მიიღო "მის სამყაროს" ტიტული, მაგრამ გააფორმა კონტრაქტი და მალევე მსახიობობაც დაიწყო.
ეკბერგის პირველი გამორჩეული როლი იყო ფილმში "Abbott and Costello Go to Mars" (1953), მომდევნო ათწლეულის განმავლობაში იგი დაკავებული იყო ჰოლივუდის ფილმებში, მათ შორის: "სისხლის ხეივანი" (1955), "დრამა ჯონ უეინთან ერთად", რომელშიც მან განასახიერა ჩინელი ქალი; „4 ტეხასისთვის“ (1963), ვესტერნი ფრენკ სინატრასთან და დინ მარტინთან ერთად; „დამიძახე ბვანა“ (1963), კომედია იმედით; და ორი კომედია დინ მარტინთან და ჯერი ლუისთან ერთად, "მხატვრები და მოდელები" (1955) და "ჰოლივუდი ან ბიუსტი" (1956).
ანიტა ეკგერგის პირადი ცხოვრება მისი კარიერასავით წარმატებული არ ყოფილა. მას ურთიერთობა ჰქონდა ისეთ ცნობილ მამაკაცებთან, როგორებიც იყვნენ სინატრა, გარი კუპერი, ტაირონ პაუერი, როდ ტეილორი, იულ ბრანერი, ეროლ ფლინი; ანიტამ ორჯერ იქორწინა - პირველად ენტონი სტელიზე, მეორედ რიკ ვან ნუტერიზე.

იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-სთან ინტერვიუს დროს, ანიტას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მას ჰკითხეს, მარტოსული იყო თუ არა: “დიახ, ცოტა... მაგრამ არ ვნანობ, მიყვარდა, სიყვარულისგან ვტიროდი და ბედნიერებისგან ვგიჟდებოდი... ხან ვიგებდი ამ ომს, ხან კი - ვაგებდი“ - უპასუხა მან.