ნინო ქათამაძემ ქართველ და უცხოელ მსმენელს თავი საკუთარი ჰიტებით დიდი ხნის წინ შეაყვარა. მისი ხმა, შესრულების განსხვავებული მანერა და რეპერტუარი პოპულარობას არასდროს კარგავდა.
ნინო ქათამაძე ქართულ სატელევიზიო შოუებს თითქმის არასდროს სტუმრობს და არც საკუთარ პირად ცხოვრებაზე საუბრობს. მისი მეუღლე ექიმი დავით ლოლაძეა, რომელიც ფართო საზოგადოებამ სამედიცინო გადაცემა "ექიმებიდან" გაიცნო. დათოს და ნინოს ერთი შვილი, ნიკოლოზ ლოლაძე ჰყავთ.
ამჯერად მომღერალი აზიარებს ვიდეოს, სადაც მისი ვაჟი მღერის და წერს, რომ დღეს მას 15 წელი შეუსრულდა: „დღეს ეს საოცარი ბიჭი 15 წლის გახდა. სიყვარულის დეე… ბედნიერება, ჩემო ბიჭო…“ - წერს ნინო ქათამაძე.