სანამ დეპისა და ვანესა პარადის ქალიშვილი კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე ბრწყინავს, თავისი ძმა ჯეკი თითქმის არსად ჩანს.
ბოლო წლები განსაკუთრებით რთული იყო ჯონი დეპისთვის ყოფილ მეუღლესთან, მსახიობ ემბერ ჰერდთან გაუთავებელი დავის გამო, რომელიც ჯონის გამარჯვებით დასრულდა. წელს კი პირველად გამოჩნდა კანის კინოფესტივალზე დიდი ხნის შემდეგ.

ჯონი დეპისა და ვანესა პარადის ქალიშვილმა განაგრძო ოჯახური ტრადიცია და ცხოვრება სამსახიობო კარიერას დაუკავშირა.
მამა - შვილი ერთმანეთის შესახებ იშვიათად საუბრობს. მაგრამ კანის კინოფესტივალზე ლილი-როუზმა ჯონის ახალ ფილმზე ისაუბრა.
"მე ძალიან ბედნიერი და აღელვებული ვარ. მიხარია, რომ ისეთ პროექტებს ვაკეთებთ, რომლებითაც აუცილებლად ვიამაყებთ.“

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თაყვანისმცემლების ყურადღება ლილი-როუზისკენ არის მიპყრობილი, ცოტას ახსოვს, რომ დეპსა და პარადისს ასევე ვაჟიც ჰყავთ. დისგან განსხვავებით, ჯეკ კრისტოფერ დეპ III ეკრანებზე არ ჩნდება. რას აკეთებს ახლა 21 წლის ბიჭი, უცნობია. დეპის შვილი სოციალურ ქსელებში აქტიური არ არის და დასავლური მედია მასზე თითქმის არაფერს წერს. არავინ იცის სად სწავლობს ან სად მუშაობს.
