პრეზიდენტის ჩაცმულობა 26 მაისის ღონისძიებაზე - როგორ გამოიყურებოდა სალომე ზურაბიშვილი - Marao

პრეზიდენტის ჩაცმულობა 26 მაისის ღონისძიებაზე - როგორ გამოიყურებოდა სალომე ზურაბიშვილი

2023-05-26 15:04:39+04:00

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წითლისა და თეთრის კომბინაცია შეარჩია. წითელ ხალიჩაზე მან შავ ფერის შარვალი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და თეთრი პიჯაკი მოირგო. ჩაცმულობა საქართველოს დროშის ფერებს იმეორებს.

როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სტილსა და ჩაცმულობას. ხშირად ირგებს პიჯაკებსა და კლასიკურ შარვლებს. უყვარს ორიგინალური და დიდი ზომის სამკაულებიც. აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილს უფრო ხშირად ფერადი სამოსი აცვია და მუქ ფერებს დიდად არ სწყალობს.