ნინო და თაკო გაჩეჩილაძეების მამა, გივი გაჩეჩილაძე ცნობილი კომპოზიტორია. ის წლების წინ ანსამბლ "რეროს" სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, სადაც გაიცნო კიდეც მომავალი მეუღლე, თინა გაჩეჩილაძე, რომელიც ანსამბლში მღეროდა. სამწუხაროდ, თინა გაჩეჩილაძე გასული წლის მაისში გარდაიცვალა: "დედა!!! რა საშინელი გრძნობაა უშენობა…" - წერდა მსახიობი.
ამჯერად კი ნინო გაჩეჩილაძე დედის ფოტოს აქვეყნებს და მას იხსენებს: "ერთი წელი გავიდა... მომენატრე, დე" - წერს ის.