26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წითლისა და თეთრის კომბინაცია შეარჩია. წითელ ხალიჩაზე მან შავ ფერის შარვალი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და თეთრი პიჯაკი მოირგო. ჩაცმულობა საქართველოს დროშის ფერებს იმეორებს.
მისმა ფოტოებმა სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა. მოსახლეობასთან შეხვედრის ამსახველი კადრები თავად პრეზიდენტმაც გამოაქვეყნა: "ლამაზი და შთამაგონებელი ქალი", "ყოველთვის ელეგანტური", "ნამდვილი ლედი" - წერენ კომენტარებში.