სარა ბრიდლავი, ასევე ცნობილი როგორც მადამ სიჯეი უოკერი, ამერიკული ოცნების სიმბოლოა. ყოფილი მონების ქალიშვილი, გინესის რეკორდსმენი გახდა, როგორც პირველი ქალი მილიონერი.
• სარა ბრიდლავი 1867 წელს აშშ-ის სამხრეთით, ლუიზიანაში დაიბადა. მისი მშობლები, უფროსი ძმები და მისი და ბამბის პლანტაციებში მონები იყვნენ. 7 წლის ასაკში მშობლები გარდაეცვალა.
• მშობლების გარდაცვალების შემდეგ იგი დასთან და მეუღლესთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად. სარა ადრეული ასაკიდანვე მუშაობდა მოსამსახურედ და სწავლისთვის დრო არ ჰქონდა.
• 14 წლის ასაკში სარა მოზეს მაკუილიამსზე დაქორწინდა. 4 წლის შემდეგ სარას და მოსეს შეეძინათ ქალიშვილი ალელია. 2 წელიწადში კი მოზე გარდაიცვალა. ასე რომ, 20 წლის ასაკში სარა მარტოხელა დედა იყო.1888 მრეცხავად და მზარეულად მუშაობა დაიწყო, რათა ქალიშვილის სწავლის საფასური გადაეხადა.როგორც ყველა სამრეცხაოს თანამშრომელი, სარაც განიცდიდა ქიმიკატების ზემოქმედებას. კანის დაავადებები, ქერტლი, ცუდი სანიტარული პირობები...
ძმების წყალობით სარამ Annie Malone-ის თმის პროდუქტების შესახებ შეიტყო, მალე მისი დამფუძნებელიც გაიცნო და ამ საქმით ძალიან დაინტერესდა.
• 37 წლის ასაკში სარამ აფროამერიკელი ქალების კოსმეტიკის საკუთარი ხაზის შექმნაზე დაიწყო ფიქრი. მრავალი ექსპერიმენტის შემდეგ წარმატებას მიაღწია.
• 1906 წელს სარა დაქორწინდა ჩარლზ ჯ. უოკერზე, რომელიც მისი ბიზნეს პარტნიორიც გახდა. სარა კარდაკარ დადიოდა და თავისი პროდუქტების გაყიდვას ცდილობდა.
• 2 წლის შემდეგ სარა პიტსბურგში გადავიდა საცხოვრებლად. ოჯახმა გახსნა სილამაზის სალონი და კოლეჯი, სადაც ასწავლიდნენ ყველაფერს თმის მოვლის შესახებ.
რაც უფრო მდიდარი ხდებოდა, მით უფრო მეტ დროს ატარებდა ქველმოქმედებასა და პოლიტიკაში. ის კითხულობდა ლექციებს, ებრძოდა სოციალურ უსამართლობას და ფულს სწირავდა სასტიპენდიო ფონდებს. სიკვდილამდე მან თითქმის $100,000-ზე მეტი შესწირა ბავშვთა სახლებსა და სხვადასხვა სოციალურ დაწესებულებებს.
სარა 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების დროს იგი ყველაზე მდიდარ აფროამერიკელ ქალად ითვლებოდა.