27 მაისს სოციალური ქსელი წარმატებული ქართველი მოდელის, თაკო ნაცვლიშვილისა და მისი რჩეულის, ოთო ხუროძის ფოტოებით აჭრელდა. უმშვენიერესი წყვილის ბედნიერება უამრავმა ადამიანმა გაიზიარა და მათთვის კეთილი სურვილებიც არ დაიშურეს. "ფეისბუკის" ერთ-ერთი მომხმარებელი, რომელიც ჯვრისწერას შემთხვევით შეესწრო, ჩვენს გვერდზე წერს:
„გუშინ სრულიად შემთხვევით შევესწარი ამ ჯვრისწერას. რა ვიცოდი, ვის ბედნიერებას ვიზიარებდი, გულს კი რატომღაც ძალიან უხაროდა… თვალს ვერ ვაშორებდი. სანამ ნეფე-დედოფალი მოვიდოდა, მანამდე ასი კითხვა დავუსვი მაყრიონს - “ვინ ხართ, საიდან ხართ…” ერთმანეთზე ლამაზი ახალგაზრდები იყვნენ.
სილამაზის და სიყვარულის ჯვრისწერა ჩაატარა მამა იოანემ. სულ სიხარული და ბედნიერება ყოფილიყოს მათთან” – წერს ნაია მინდიაშვილი.
თაკომ და ოთომ ქორწილი იტალიაში, ქალაქ რომში გადაიხადეს. ჯვრისწერა San Salvatore ai Monti-ში, ქართულ ეკლესიაში შედგა. წვეულება და ხელის მოწერა კი ლაციოში, Castello Orsini-Odescalchi-ში გაიმართა. ცერემონიას ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. თაკოს ამერიკელი დიზაინერის, Vera Wang-ის უმშვენიერესი კაბა ეცვა. 

