კრისტიან აარონ ბულონი
ალენ დელონს პირველი და არაღიარებული ვაჟი კრისტიან აარონ ბულონი გერმანელი მომღერლის ნიკოსგან შეეძინა, რომელთანაც ფრანგ მსახიობს რომანი 1962 წელს ჰქონდა.
არის მამასთან პირველი საუბარი დედის დაკრძალვაზე ჰქონდა, როდესაც დელონმა საჯაროდ მოსთხოვა, რომ მამა არ დაეძახა და დნმ-ის ტესტის გაკეთებაზეც უარს ამბობდა.
ენტონი დელონი
„ყოველთვის საშინლად მეშინოდა მამაჩემის. ოთახში შესვლისას აუხსნელ შიშს განვიცდიდი, როცა მაგიდასთან ვისხედით და მანქანაში ვმოძრაობდით მაშინაც, - განუცხადა გაზეთს დელონის ვაჟმა - ამის მიზეზი იყო ალენის შეუწყნარებელი ხასიათი.
ერთ-ერთ ამერიკულ შოუში ისიც კი განაცხადა, რომ ერთ დღეს მამამ ის საგანმანათლებლო ღონისძიების სახით ძაღლებთან ერთად პატარა ოთახში გამოკეტა გამოკეტა.
ალენ-ფაბიენ დელონი
ალენ-ფაბიენი 1994 წელს დაიბადა, დედას, მოდელ როზალი ვან ბრემენს, ძალიან სურდა, რომ მისი შვილი მსახიობი გამხდარიყო, ამიტომ 9 წლის ასაკში ბიჭი მამასთან ერთად გამოჩნდა სერიალში - Fabio Montale.
მოზარდობისას ალენ-ფაბიენი ნარკოტიკებზე გახდა დამოკიდებული, რის შედეგადაც დედამ იგი ამსტერდამის
სარეაბილიტაციო ცენტრში მიიყვანა. ალენმა კი შვილი მასთან საცხოვრებლად წაიყვანა. ახალგაზრდამ მამამისის აგარაკიდან იქ შენახული პისტოლეტი მოიპარა და გადაწყვიტა წვეულებაზე მეგობრებთან ამით ეამაყა. გასროლილი ტყვია გოგონას მოხვდა - ხერხემალში გაიჭედა. ფაბიენი ციხეს მამის გავლენით გაგდაურჩა.
სკანდალის შემდეგ დელონმა უფროსმა შვილს დაფინანსება შეუწყვიტა და ალენ-ფაბიენს საკუთარი საარსებო წყაროს გამომუშავება მოუწია.
ანუშკა დელონი
გოგონას დაბადების დროს ალენი 55 წლის იყო.
ანუშკა იშვიათი გენეტიკური ანომალიით, ჰეტეროქრომიით - სხვადასხვა ფერის თვალებით დაიბადა. ასეთი მემკვიდრეობითა და გარეგნობით მას განზრახული ჰქონდა მსახიობი გამხდარიყო და მიზნის მიღწევაში ცნობილი მამა დაეხმარა.