"მწვრთნელი ქუსლებზე, ბრჭყვიალა დედოფალი", რომელიც ან სძულთ, ან უყვართ - რატომ იქცევს ყველას ყურადღებას კალათბურთის მწვრთნელი კიმ მალკი - Marao

"მწვრთნელი ქუსლებზე, ბრჭყვიალა დედოფალი", რომელიც ან სძულთ, ან უყვართ - რატომ იქცევს ყველას ყურადღებას კალათბურთის მწვრთნელი კიმ მალკი

2023-05-29 16:51:37+04:00

კიმბერლი დუან მალკი ამერიკული კოლეჯის კალათბურთის მწვრთნელი და ყოფილი მოთამაშეა. ის ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქალთა კალათბურთის გუნდის მთავარი მწვრთნელია. პან-ამერიკელი ოქროსმედალოსანი 1983 წელს და ოლიმპიური ოქროსმედალოსანი 1984 წელს -  იგი გახდა პირველი ადამიანი NCAA ქალთა კალათბურთის ისტორიაში, რომელმაც მოიგო ეროვნული ჩემპიონატი, როგორც მოთამაშემ, მწვრთნელის ასისტენტმა და მთავარმა მწვრთნელმა.

გამორჩეული კარიერის გარდა, ეკრანებზე გამოჩენის დროს კიმ მალკი საზოგადოების ყურადღებას თავისი სტილითაც იქცევს. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც "მწვრთნელს ქუსლებზე". როცა ის თამაშებზე ჩნდება, როგორ ამერიკელები იტყოდნენ, "შოუს იპარავს", რადგან შეუძლებელია, ყურადღება მის გამორჩეულ, ფერად სტილს არ მიაქციოთ. ბრჭყვიალები, ბისერები, ფერები - მისი საფირმო ნიშანია. კიმ მალკი სპორტში ქალურობისა და მოდის დემონსტრირების საუკეთესო მაგალითია. ზოგჯერ კი მისი ეპატაჟურობა მაყურებელსა და გულშემატკივარს მხოლოდ ორ არჩევანს უტოვებს - მალაკი ან უნდა გძულდეს, ან გიყვარდეს. "მას აქვს განსაკუთრებული ენერგია, თავდაჯერებულობა, რომ ატაროს მსგავსი სამოსი. ეს მთელი დარბაზის განწყობას ცვლის და შთაბეჭდილებას ყველაზე ახდენს.