კოკო როინიშვილისა და ანი იმნაძის წყვილს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. კოკო ცნობილი ოჯახიდანაა და ბავშვობიდან სარგებლობს საზოგადოების დიდი სიყვარულით. მისი მეუღლე ანი ასევე მსახიობია და წყვილს ერთი გოგონა ჰყავს.
ამჯერად ანიმ და კოკომ ოჯახისა და სიყვარულის შესახებ ლელა წურწუმიას გადაცემაში ისაუბრეს:
„სიყვარულია, როდესაც მუცელში პეპლები დაფრინავენ. სიყვარულია ასევე ნდობა, როდესაც ბრმად ენდობი ადამიანს. ვიცი, რომ არასდროს მომცემს საშუალებას, სადღაც გადავიჩეხო. სიყვარულია, როდესაც სახლში დაღლილი ბრუნდები და რაღაც სხვანაირ სითბოს გრძნობ”, – ამბობს კოკო როინიშვილი.
"სევდის, ტკივილის, სიხარულის და ბედნიერების, ყველაფრის გაზიარება კოკოსთვის მინდა. სწორედ ეს არის სიყვარული. ხანდახან შეიძლება სისულელეზე დავურეკო და დეტალურად მოვუყვე ყველაფერი. ჩემთვის ყველაფერი კოკოსთან ასოცირდება” - თქვა ანი იმნაძემ.