1995 წელს, პრინცესა დიანას ინტერვიუს 200 მილიონი ადამიანი უყურებდა. მოგვიანებით, სამეფო ოჯახის ბრძანებით მისი ეკრანებზე გაშვება აიკრძალა.
როდესაც BBC-ის ჟურნალისტმა დიანას ჰკითხა, რატომ ფიქრობდა, რომ არასდროს გახდებოდა დედოფალი, უელსის პრინცესამ უპასუხა: „მინდა, რომ ხალხის გულების დედოფალი ვიყო, მაგრამ ჩემს თავს ამ ქვეყნის დედოფლად ვერ ვხედავ. არ მგონია, ეს ბევრს უნდოდეს. ამაში კი მონარქიას ვგულისხმობ. რადგან მე წესებს არ ვემორჩილები, რადგან გულით ვხელმძღვანელობ და არა თავით“ - აღნიშნა პრინცესამ.

საუბარი დიანას ქორწინებასაც შეეხო - პრინცი ჩარლზის რომანმა კამილა პარკერ ბოულზსთან სამეფო წყვილის 14 წლიანი ქორწინება დაასრულა: „ ამ ქორწინებაში სამი ადამიანი ვიყავით, დამეთანხმებით, რომ ხალხმრავალია.“ ჟურნალისტის კითხვაზე, გახდება თუ არა ჩარლზი მეფე, დიანამ უპასუხა: „ვფიქრობ, არცერთმა ჩვენგანმა არ იცის ამაზე პასუხი. ცხადია, ეს არის კითხვა, რომელიც ყველას თავში ტრიალებს. მაგრამ ვინ იცის რას გვიმზადებს ბედი. ჩემი სურვილია, ჩემმა ქმარმა სიმშვიდე მიპოვოს. ძალიან ვნანობ, რომ ჩვენმა ქორწინებამ არ გაამართლა. მაგრამ იმედიანად ვარ, რადგან წინ არის მომავალი, მომავალი ჩემი ქმრისთვის, მომავალი ჩემთვის და მომავალი მონარქიისთვის.“