ექიმი მაკა ბულეიშვილი სოციალურ ქსელში სოსო ჯაჭვლიანის შესახებ წერს და მასთან ერთად გატარებულ დროს იხსენებს:
"პირველად სოსო 30 წლის წინ გავიცანი. მე და უსიმპათიურესი ბადრი ჯაჭვლიანი, სოსოს ძმა, სამედიცინო უნივერსიტეტში ერთ ჯგუფში ვიყავით. მას შემდეგ ჩვენი მეგობრობა დაიწყო და გაგრძელდა სოსოსთან. ჩვენო სოსო, მუდამ გედიად აღგიქვამდით. მახსოვს, მთელი ჯგუფი არ ვსუნთქავდით, ისე გიყურებდით… უფალმა დაგლოცოს სოსო! ადამიანებს სიცოცხლე აცადეთ!“, – წერს მაკა ბულეიშვილი.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს მსახიობი, ყოფილი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია მალევე უარყვეს მისმა ახლობლებმა და მეგობრებმა: "ამ საღამოს გავრცელდა გადაუმოწმებელი/ბოროტი ინფორმაცია სოსო ჯაჭვლიანის ვითომდა გარდაცვალების შესახებ... ასზე მეტი ზარი შემომივიდა, სანამ გზაში ვიყავი, სოსოსთან სახლში მიმავალი. სოსო ცოცხალია (სურათი ამ წუთსაა გადაღებული). ჯანმრთელობა კი აქვს ძალიან შერყეული, მაგრამ ამასაც მოერევა ექიმებისა და ერთგული ადამიანების თანადგომით" - წერდა ყოფილი პარლამენტარი დავით ლორთქიფანიძე.
