"მეცხრე თვეში ვიყავი, ექიმმა მითხრა, ამაზე არ ინერვიულო, მაგრამ ბავშვი რომ გაჩნდება, მის ტირილს ვერ გაიგონებო... ჩემს შვილს ყოველდღე ველაპარაკებოდი მუცელში და ვთხოვდი, რომ გამოეხსნა თავი" - ეკატერინე ტოგონიძე ქალიშვილის შესახებ - Marao

"მეცხრე თვეში ვიყავი, ექიმმა მითხრა, ამაზე არ ინერვიულო, მაგრამ ბავშვი რომ გაჩნდება, მის ტირილს ვერ გაიგონებო... ჩემს შვილს ყოველდღე ველაპარაკებოდი მუცელში და ვთხოვდი, რომ გამოეხსნა თავი" - ეკატერინე ტოგონიძე ქალიშვილის შესახებ

2023-05-31 09:36:39+04:00

2020 წელს, 43 წლის ასაკში ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი გარდაიცვალა. იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა. ყოფილ პოლიტიკოსს მეუღლე და ერთი ქალიშვილი დარჩა. მწერალი და ჟურნალისტი ეკატერინე ტოგონიძე გარდაცვლილი მეუღლის შესახებ სოციალურ ქსელში ხშირად წერს, ამჯერად კი მან "მთავარ არხთან" ქალიშვილთან დაკავშირებული ამბავი გაიხსენა:

„მეცხრე თვეში ვიყავი, როდესაც ექიმთან ბოლო შემოწმებაზე ვიყავი. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ექიმი რომ მამოწმებდა, ეკრანს უყურებდა და სახე შეეცვალა. ვიკითხე, რა ხდება-მეთქი. არ მიპასუხა. ამაზე არ ინერვიულო, მაგრამ ბავშვი რომ გაჩნდება, მის ტირილს ვერ გაიგონებო, რადგან ჭიპლარი ყელზე ჰქონდა ორჯერ შემოხვეული… მისი ტირილის გაგონება ძალიან მინდოდა, მინდოდა, ასე შეგებებოდა თავისი ცხოვრების პირველ წამს. ჩემს შვილს ველაპარაკებოდი მუცელში და ყოველდღე ვთხოვდი, რომ გამოეხსნა თავი. აღმოჩნდა, რომ მომისმინა და რომ დაიბადა, მისი ტირილი გავიგონე… მჯერა, რომ თუ დაუბადებელმა მომისმინა, მომავალში უფრო მოიკრებს ამის ძალას…“ - იხსენებს ეკატერინე ტოგონიძე.